გიორგი კარბელაშვილი გაათავისუფლეს

პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის პარლამენტის წევრი, გიორგი კარბელაშვილი გორის რაიონში დააკავეს, თუმცა მან გორის განყოფილება დაახლოებით ერთი საათის წინ დატოვა.

განყოფილებაში ამ დრომდე რჩება მასთან ერთად დაკავებული მამაკაცი. როგორც ცნობილია, გიორგი კარბელაშვილი დღეს ექსპერტიზის ჩატარებას გეგმავს.

ინციდენტი ღამის საათებში, სოფელ ქვიშხეთში მოხდა. მანქანით მყოფი დეპუტატი საპატრული ეკიპაჟმა გააჩერა. არსებული ინფორმაციით, გიორგი კარბელაშვილი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრის გივი თარგამაძის ინფორმაციით, კარბელაშვილი აგვისტოს ომში დაღუპული გმირის მოსახსენიებელ სუფრაზე იმყოფებოდა, გზაზე მას პოლიციის თანამშრომელმა სიმთვრალეზე შემოწმება მოსთხოვა.

“კარბელაშვილი მოთხოვნას დაეთანხმდა და შემოწმება განხორციელდა. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო კონფლიქტი საპატრულო ეკიპაჟის მხრიდან”,- აღნიშნა გივი თარგამაძემ.

banner
წინა სტატიაშიროგოზინი: თუ გინდათ, რომ მსხვერპლი მოკავშირე გახდეს, მასზე ორიოდე ატომური ბომბი უნდა დააგდოთ
შემდეგი სტატიაშსს სუპერთასის მატჩთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს