გიორგი კანდელაკი: პასუხისმგებლობა დაეკისრება საქართველოს მთავრობას, რომელმაც სათანადოდ არ იმუშავა

ივანიშვილის ჩარევის შედეგად - გადაწყდა რომ „გადააგდონ“ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი გიორგი კანდელაკი რიგის სამიტის წარუმატებლად დამთავრების შემთხვევაში სრულ პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს.

მისი თქმით ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს ყველა პირობა იყო შექმნილი ევროპასთან უვიზო მიმოსვლა მისაღებად.

“ძალიან სამწუხარო იქნება თუ ეს პროგნოზი გამართლდა და საქართველომ ვერ მიიღო ვერც უვიზო მიმოსვლა და ვერც ერვროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა. რათქმაუნდა პასუხისმგებლობა დაეკისრება საქართველოს მთავრობას, რომელმაც სათანადოდ არ იმუშავა. ამ ნეგატიურ ფონს ემატება პოლიტიკური დევნის პროცესი ქვეყანაში და კრიმინოგენული ვითარების დამძიმება,” – აცხადებს გიორგი კანდელაკი.

banner
წინა სტატიაშიდუმა ნემცოვის მკვლელობის გამოძიებაზე უარს ამბობს
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი: აჭარაში უახლოეს წლებში 23 ახალი სასტუმრო აშენდება