გიორგი კანდელაკი – მსოფლიოს რამდენ ლიდერს დაურეკა ღარიბაშვილმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ყურადღების მისაპყრობად?! – არც ერთს!

ივანიშვილის ჩარევის შედეგად - გადაწყდა რომ „გადააგდონ“ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა

პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატის გიორგი კანდელაკის შეფასებით, რუსულ ოკუპაციასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის საქმიანობა და პოლიტიკა მიმართულია არა პრობლემის გამოსწორებისკენ, არამედ მისი გამართლებისკენ – თითქოს არაფერი საგანგაშო არ ხდება.
აღნიშნული განცხადება კანდელაკმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე გააკეთა, სადაც დეპუტატები საოკუპაციო ხაზთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით რეზოლუციის მიღებაზე მსჯელობენ. განსახილველად წარდგენილია რეზოლუციის პროექტის ორი ვარიანტი – ერთის ავტორი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა”, მეორე “ქართულ ოცნებას” ეკუთვის.
როგორც კანდელაკმა განმარტა, მათ მიერ მომზადებული რეზოლუცია არის მოწოდება, პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმისაკენ.
“ხშირად ჩვენი ოპონენტები ამბობენ: რა ვქნათ ვესროლოთ რუსებს, რომლებიც გამოდიან და ამ მავთუხლართებს აბავენ? ეს დოკუმენტი მთავრობას არ მოუწოდებს, ძალადობრივ მოქმედებებს მიმართოს. ეს არის მოწოდება პოლიტიკური მოქმედებებისაკენ, რომელიც ძალიან მარტივად იზომება. გეკითხებით, მსოფლიოს რამდენილ ლიდერს დაურეკა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და მიაპყრო მათი ყურადღება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ?! – არც ერთს! ამ პერიოდის განმავლობაში რამდენ დედაქალაქში იყო საქართველოს პრემიერ მინისტრი: ვაშინგტონში, პარიზში, ბერლინსა თუ ლონდონში, მსოფლიოს რამდენი ლიდერის ყურადღება მიაპყრო ამ პრობლემეტიკას და მსოფლიოს რამდენ ლიდერს სთხოვა რუსეთზე ზეწოლის განხორციელება?! – არც ერთში! მსოფლიოს რამდენმა ლიდერმა დაურეკა რუს კოლეგებს – მინისტრი იქნება, პრემიერ-მინისტრი თუ პრეზიდენტი და საქართველოს არაოკუპირებული ტერიტორიების სიღრმეში საოკუპაციო ხაზის გადმოწევასთან დაკავშირებით განმარტებები მოსთხოვა?! – არც ერთმა! რამდენ საერთაშორისო ფორუმზე უმაღლეს დონეზე გაჟღერდა ეს პრობლემა?! საგარეო საქმეთა სამინისტროს განაცხადება კარგია, მაგრამ პრობლემა ისეთია, მას საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების დონე არ ჰყოფნის – მას უმაღლესი პოლიტიკური დონე სჭირდება. არ გამიგია, რამდენ უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე დაფიქსირდა ეს ამბავი”, – განაცხადა კანდელაკმა პარლამენტის სხდომაზე.
დეპუტატის შეფასებით, “ხელისუფლების ჰიპერაქტიურობის გარეშე, რუსეთს საშუალება ეძლევა, საქართველოსთვის ზიანის მიყენება ყოველგვარი ფასის გადახდის გარეშე გააგრძელოს”.

banner
წინა სტატიაში“თბილისი ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობისთვის მზად არის”
შემდეგი სტატიაპრეზიდენტის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის “ვისწავლოთ ქართული” დასკვნითი ცერემონია გაიმართა