გიორგი კანდელაკი: მათი ეს დაპირება, ყველა სხვა დაპირებასთან ერთად, აღმოჩნდა სიცრუე

ივანიშვილის ჩარევის შედეგად - გადაწყდა რომ „გადააგდონ“ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა

“პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ ოდესღაც საქართველო მიიღებს უვიზო მიმოსვლას, დიდი ხნის წინ იქნა მიღებული,” – აცხადებს პარლამენტის ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი. გიორგი კანდელაკის თქმით, მთავრობის დაპირებები სიცრუე აღმოჩნდა.

“ტყუილია იმის თქმა, რომ თითქოს მთავრობა არ პირდებოდა ხალხს, რომ რიგის სამიტზე გაფორმდებოდა ეს ყველაფერი. შეგიძლიათ ამოიღოთ ღარიბაშვილის, წულუკიანის, სხვა მინისტრების გამოსვლები, რომლებიც სწორედ რიგაში პირდებოდნენ ჩვენს მოქალაქეებს გარღვევას ამ მიმართულებით, თუმცა, მათი ეს დაპირება, სამწუხაროდ, ყველა სხვა დაპირებასთან ერთად, აღმოჩნდა სიცრუე,” – განაცხადა კანდელაკმა.

თავისუფალი დემოკრატების განმარტებით, მკაფიოდ დაფიქსირდა, რომ ჯერ კიდევ ბევრი რამ შესასრულებელია, რის გარეშეც საქართველო უვიზო მიმოსვლას ვერ მიიღებს.

“ძალიან ნათლად გვითხრეს, რომ შესასრულებელი გვაქვს კიდევ ბევრი რამ და თუ არ დავაკმაყოფილებთ ამ კრიტერიუმებს არ იქნება უვიზო მიმოსვლა. ეს არის საქართველოს მთავრობის მარცხი და ეს არის მიზეზი იმისა, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება რიგაში არ იქნება მიღებული,” – განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

banner
წინა სტატიაშირაზე ისაუბრეს ირაკლი ღარიბაშვილმა და ფრანსუა ოლანდმა?
შემდეგი სტატიაპარლამენტში სახელმწიფო უწყებების 2016 წლის საბიუჯეტო განაცხადებს განიხილავენ