გიორგი კანდელაკი: ივანიშვილის ხელისუფლება ცდილობს ბოლომდე დაიმონოს სასამართლო

ივანიშვილის ჩარევის შედეგად - გადაწყდა რომ „გადააგდონ“ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა

სასამართლო რეფორმის დაჩქარებული წესით მიღებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება ოპოზიცია.

მათი თქმით, პროექტის განხილვა საჯაროდ უნდა მოხდეს და მასში სამოქალაქო სექტორი და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიები უნდა მონაწილეობდნენ.

“ივანიშვილის ხელისუფლება შევარდნაძის კორუმპირებული მოსამართლის, ნინო გვენეტაძის ხელით ცდილობს, რომ ბოლომდე დაიმონოს სასამართლო ხელისუფლება,“- განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა გიორგი კანდელაკმა.

მნიშვნელოვნად მიიჩნევს რეფორმას უმრავლესობა და მის მხარდაჭერას გეგმავს. სასამართლო რეფორმის საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი პარლამენტს გუშინ წარედგინა.

ეკა ბესელიას თქმით, კანონპროექტი სავარაუდოდ სექტემბრის ახალ სესიაზე იქნება განხილული.

პროექტის მიხედვით, უქმდება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის, ასევე სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეების ინსტიტუტი. ცვლილებაა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა რაოდენობაშიც.

banner
წინა სტატიაშიერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.2465 ლარია
შემდეგი სტატიასუპერთასის ბილეთების შეძენის მსურველებს სალაროებამდე მისვლა სპეციალური ბილიკებით მოუწევთ