გიორგი კანდელაკი: ივანიშვილის მმართველობის ყოველი დღე ჯიბეების გათხელებას ნიშნავს

ივანიშვილის ჩარევის შედეგად - გადაწყდა რომ „გადააგდონ“ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა გიორგი კანდელაკმა ტაბულას ეთერში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გეგმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პარტია ვადამდელი არჩევნების გამართვის მოთხოვნით მასშტაბურ აქციებს გამართავს. მისივე განმარტებით, საქართველოს წინაშე დგას სერიოზულ გამოწვევები, როგორც ეკონომიკაში, ასევე პოლიტიკაში.

“ბიძინა ივანიშვილის ჩვენი ქვეყნის სათავეში ყოფნის ყოველი დღე ნიშნავს არა უბრალოდ რაღაც ეფიმერულ უკუსვლას, არამედ იმგვარ უკუსვლას, რომელიც ადვილად იზომება. იზომება მონეტარულად, ფულში. სულ უფრო და უფრო ჩვენი ჯიბეები თხელდება. 530 000 ადამიანს აქვს სესხი დოლარში, რომელთათვისაც დღითიდღე ძნელი ხდება ამ სესხების გადახდა. ეს უკუსვლა არის არა მხოლოდ ფულში გამოხატული, არამედ გამოხატული არის დემოკრატიული ინსტიტუტების და შესაბამისად, სახელმწიფოს ნგრევაში. მიუხედავად იმისა, რა გემოვნების მატარებელი არის, ძნელია არდანახვა იმისა, რომ სახელმწიფო, როგორც ასეთი, ივანიშვილისთვის კონცეპტუალურად საერთოდ ფასეულობას არ წარმოადგენს. სწორედ ამიტომ აუცილებელია ვადამდელი არჩევნები, რათა ეს კაცი დროულად ჩამოშორდეს მმართველობას” – განმარტა კანდელაკმა.

მისივე თქმით, ვადამდელი არჩევნების მოთხოვნა არ ნიშნავს რევანშს. კანდელაკის განმარტებით, ერთ-ერთი პირველი აქტი, რომელსაც ახალი მთავრობა გამოსცემს, ამნისტიის აქტი იქნება.

“ერთერთი პირველი აქტი, რომელსაც ახალი მთავრობა გამოსცემს, ვინც არ უნდა იყოს ამ მთავრობაში, აუცილებლად უნდა იყოს ამნისტიის აქტი, რომელიც მყისიერად მოხსნის, ვთქვათ, იმ დანაშაულების თემას, რაც ქართულმა ოცნებამ და პირადად ივანიშვილმა ჩაიდინა და, რომელიც საშუალებას მისცემს ახალ მთავრობას სრულიად კონცენტრირდეს ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანაზე და განვითარებაზე, რის გარეშე უბრალოდ დაიღუპება საქართველო.” – განაცხადა კანდელაკმა.

 

banner
წინა სტატიაშიდიმიტრი ხუნდაძე: ყველა შესაძლო რესურსი უნდა იყოს გამოყენებული, რომ 2016 წელს პენსიები გაიზარდოს
შემდეგი სტატიამამუკა კუდავა: პოლიტიკოსს გაბედულება და პირდაპირობა სჭირდება, განსაკუთრებით ოცნების მიერ გაღარიბებულ საქართველოში