გიორგი კაკაურიძე “ნაციონალური მოძრაობის” ბრალდებებს ეხმაურება

„ტერმინი ქაღალდზე შესრულებული ბიუჯეტი არ მესმის,“ – ასე ეხმაურება ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე “ნაციონალური მოძრაობის” ბრალდებებს. კაკაურიძე ფიქრობს რომ ბიუჯეტი 100 პროცენტითაა შესრულებული.

„ვერ ვიტყვი, რას გულისხმობენ ქაღალდზე შესრულებულ ბიუჯეტში, მსგავსი ტერმინი არ არსებობს მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში და, მით უმეტეს, არც საქართველოში. შემოსულობების ნაწილი გადაჭარბებით არის შესრულებული, რაც შეეხება გადასახდელებს, ამ კუთხით ათვისება არის ყველაზე მაღალი 2014 წლის განმავლობაში, ეს არის 98.8 პროცენტი. ინფრასტრუქტურული პროექტები, რაც დაგეგმილი იყო, დიდი ნაწილი შესრულებულია,” – აცხადებს კაკაურიძე

ფინანსთა მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ გასულ წელს დაწყებული პროექტები ახალ პროექტებთან ერთად 2015 წელსაც გაგრძელდება.

„2015 წელი იქნება კიდევ უფრო წარმატებული, ვიდრე იყო 2014 წელი,” – აცხადებს ფინანსთა მინისტრის მოადგილე.

banner
წინა სტატიაშიზურაბ ჯაფარიძე: ბიუჯეტი შესრულდა მხოლოდ ფურცელზე
შემდეგი სტატიარუსული რუბლი დოლართან მიმართებაში კვლავ გაუფასურდა