გიორგი ვოლსკი განცხადებას ავრცელებს

საპარლამენტო უმრავლესობის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ვოლსკი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ საპარლამენტო უმრავლესობა მედიის პროფესიულ საქმიანობაში არასოდეს ჩარეულა.
ამის შესახებ ნათქვამია გიორგი ვოლსკის განცხადებაში, რომელსაც “თაიმერი” უცვლელად გთავაზობთ.

ლამბერსექსუალური იმიჯი
“21 მარტს ჟურნალისტმა, ქალბატონმა ინგა გრიგოლიამ ჯერ გადაცემის ანონსში, მოგვიანებით კი გადაცემა “რეაქციაში” ბრალი დასდო საპარლამენტო უმრავლესობას, რომ ის ჩაერია გადაცემა “რეაქციის” ფორმატში და კატეგორიულად მოითხოვა თემის შეცვლა. უფრო მეტიც, მან უმრავლესობის გადაწყვეტილება, ნაციონალური მოძრაობის აქციის წინ უარი ეთქვა დებატებზე, რისი ლეგიტიმური უფლებაც ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას აქვს, გააიგივა 2006 წელს ნაციონალური მოძრაობის მიერ ტელეკომპანია “იმედისთვის” გამოცხადებულ ბოიკოტთან.
ვთვლით, რომ ეს არის ჩვენი პოლიტიკური ძალის და საპარლამენტო უმრავლესობის დისკრედიტაციის მცდელობა და უსაფუძვლო ბრალდება იმ ხელისუფლების მიმართ, რომლის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტიც არის სიტყვის თავისუფლება.
მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ არასდროს საპარლამენტო უმრავლესობა არ ჩარეულა მედიის პროფესიულ საქმიანობაში, მითუმეტეს რომელიმე არხის თემის შერჩევაში.
საუბარი იმაზე, რომ ჩვენი მხრიდან ადგილი ჰქონდა “კატეგორიულ მოთხოვნებს” ემსახურება ჩემთვის გაუგებარ მიზნებს, მაგრამ ფაქტია, რომ არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა.
მივმართავთ “ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას”, თავად ჟურნალისტებმა იმსჯელონ, რა ფაქტებზე დაყრდნობით გააკეთა ინგა გრიგოლიამ მსგავსი განცხადებები და შეესაბამებოდა თუ არა ეს სიმართლეს”, – აღნიშნულია გიროგი ვოლსკი განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიA-320-ის გამოცანა: როგორ შეიძლება მფრინავის კაბინის ჩაკეტვა?
შემდეგი სტატიასოროსმა ევროკავშირს მოუწოდა კიევს დამატებით გამოუყოს ფული