გიორგი ვაშაძე: მიხეილ სააკაშვილის მიერ პარტიის თავმჯდომარეობის დატოვებაზე საუბარი ნაადრევია

მიხეილ სააკაშვილის მიერ პარტიის თავმჯდომარეობის დატოვებაზე საუბარი ნაადრევია, ეს დამოკიდებულია ხელისუფლების ქმედებებზე, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

“მოქალაქეობის საკითხზე პასუხი ხელისუფლებამ უნდა გასცეს, თუ რას აპირებს და დართავენ თუ არა მიხეილ სააკაშვილს ორმაგი მოქალაქეობის შესაძლებლობას. ამის შემდეგ იქნება ჩვენი კომენტარები და რეაგირება ამ საკითხზე”, – განაცხადა ვაშაძემ.

მისივე თქმით, საქართველოს კანონმდებლობა ორმაგ მოქალაქეობას ითვალისწინებს და ეს შესაძლებელია, თუმცა ბევრი რამ არის დამოკიდებული პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე, რომელიც ხელისუფლებამ უნდა მიიღოს. თავად სააკაშვილს კი, როგორც ვაშაძემ აღნიშნა, ორმაგ მოქალაქეობასთან დაკავშირებით, არავისთვის მიუმართავს.

უკრაინელი დეპუტატების ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა მიიღო.

banner
წინა სტატიაში“ნაციონალური მოძრაობის” აღმასრულებელ მდივნად ზურაბ ჭიაბერაშვილი დაინიშნა
შემდეგი სტატია“იმედი გვაქვს, რომ ამ უპრეცედენტო კონსენსუსის ფაქტს სათანადო გამოხმაურება მოყვება საპარლამენტო უმრავლესობაში”