გიორგი ვაშაძე თეა წულუკიანს მიმართავს

0001D5.Still003ჩვენ ვიცით რომ 400 მილიონი მხოლოდ გასულ წელს დაკარგა საქართველომ იმ კანონებიდან გამომდინარე რომელიც მიიღო პარლამენტმა და რომელიც ინიცირებული იყო იუსტიციის სამინისტროს მიერ.მაგრამ ყველაზე საგანგაშო გუშინდელ განცხადებაში არის ის რომ იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელი კვლავაც ამ ყველაფერს აბრალებს ევროპასთან ინტერგრაციას, რომ თითქოს ევროპაში ვინმემ მოითხოვა მათი ქვეყნის მოქალაქეებისთვის შეზღუდვების დაწესება , ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქეებისთვის ხაზზს ვუსვამ, შეზღუდვების დაწესება იმისთვის რომ საქართველოში შემოვიდნენ. ეს არის უკვე მიზანმიმართული კამპანია ევროპასთან ინტერგრაციის წინააღმდეგ.

ეს აძლევს ხელს FSB -ს მიერ დაფინანსებულ რადიკალურ ჯგუფებს ისაუბრონ რომ ევროპასთან ინტერგრაცია ხელს უშლის საქართველოს ეკონომიკის განვითარებას. სწორედ ამიტომ მე მივმართავ იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს და მან გაგვცეს პასუხი კონკრეტულად რომელმა ევროპელმა ლიდერმა ან მიგრაციის ექსპერტმა მოითხოვა საქართველო სახელმწიფოს მხრიდან ევროკავშირის წევრი მოქალაქეებისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესებაზე, რომელმა თქვა ეს ყველაფერი? იმიტომ რომ ეს არის ტყუილი არაერთხელ მიმიღია მონაწილეობა მსგავსი ტიპის მოლაპარაკებებში და არცერთთხელ მსგავსი საკითხი არ დასმულა რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებს შექმნოდათ პრობლემა საქართველოში ყოფნის, საქართველოში ბიზნესის კეთების, საქართველოში ინვესტირების.

0001D5.Still002

ის, რაც გააკეთა იუსტიციის სამინისტრო, ამ ყველაფრით მათ პრობლემა შეექმნათ და ძალიან ბევრ მათგანს საქართველოს ტერიტორიის დატოვება მოუწია. ამიტომ მე მაქვს თეა წულუკიანთან კითხვა, კონკრეტულად დაგვისახელოს ის პიროვნება, ვინც მას უთხრა, რომ ევროკავშირის წევრი მოქალაქეებისთვის უნდა გართულდეს მოქმედება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ხაზგასმით უნდა ვთქვათ, რომ ეს არის მიზანმიმართული ქმედებები ევროპასთან ინტეგრაციის წინააღმდეგ. ეს წყალს ასხამს ჩვენი ჩრდილოელი ოკუპანტის გეგმებზე, რომ ხალხში ევროპასთან ინტეგრაციას ჰქონდეს ნეგატიური კონკექსტი, ხაზს ვუსვამ, 400 მილიონი დავკარგეთ გასულ წელს და წელს, ყოველთვიურად ვკარგავთ ას მილიონს ამ კანონის ძალაში არსებობით. ჩვენი მოთხოვნა ძალიან მარტივია, დაბრუნდეს ის რეგულაციები, რაც იყო 2014 წლის 1 სექტემბრამდე–აცხადებს ვაშაძე

banner
წინა სტატიაშიოთარ დანელია კომპანიის Louis Dreyfus Commodities წარმომადგენლებს შეხვდა
შემდეგი სტატიაგიორგი მუსხელიშვილი – ირაკლი ალასანიასთან პარტიის დატოვების შესახებ კონსულტაციები გვქონდა