გიორგი გაჩეჩილაძის ინფორმაციით, “მაესტროს” დირექტორი ტელეკომპანიის გაკოტრებულად გამოცხადებას ითხოვს

ვინ ამზადებს ირაკლი რუხაძეს პრეზიდენტად

ტელეკომპანია “მაესტროს” ერთ-ერთი მეწილის, გიორგი გაჩეჩილაძის ინფორმაციით, “მაესტროს” დირექტორმა ბაია გადაბაძემ საქალაქო სასამართლოს განცხადებით მიმართა, რომლითაც ის ტელეკომპანიის გადახდისუუნაროდ და გაკოტრებულად გამოცხადებას ითხოვს, – ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია “იმედი” ავრცელებს.
“ქრონიკის” ინფორმაციით, გია გაჩეჩილაძემ მათთან საუბარში განაცხადა, რომ კომპანიაში პარტნიორთა კრება ჩატარდა, სადაც ერთ-ერთმა მეწილემ მაკა ასათიანმა მისგან აღებული კრედიტების დაუყოვნებლივ დაფარვა მოითხოვა, რის შემდეგაც პარტნიორებმა გადაწყვიტეს, რომ გაკოტრების შესახებ საქმე დაიწყოს.
აღნიშნულ პოზიციას არ ეთანხმება თავად გია გაჩეჩილაძე. მისი თქმით, ხდება კომპანიის მიზანმიმართული გაკოტრება იმისათვის, რომ ის მოგვიანებით აუქციონზე გაიყიდოს და უცხოელი მფლობელების ხელში აღმოჩნდეს.
“შევთავაზე მე მაგათ რეაბილიტაციის გეგმა, თუმცა როგორც თქვენ გაიგეთ, მეც დღეს გავიგე, რომ შეიტანეს სასამართლოში განცხადება გაკოტრებაზე. საბოლოო ჯამში ბოლომდე ვაპირებ ბრძოლას, რომ ეს არ მოხდეს. “მაესტროს” გაკოტრება არ შეიძლება, იმიტომ, რომ ამ ტელევიზიაში სისხლი და ხორცი მაქვს ჩანთხეული. ვერაფრით დავუშვებ, რომ უცხოების ხელში აღმოჩნდეს ტელევიზია”, – განაცხადა გაჩეჩილაძემ.
“იმედის” ინფორმაციით, განმარტებები “მაესტროს” მენეჯმენტს არ გაუკეთებია.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი: ამ ეტაპზე კრიზისული პერიოდი გადავლილია, ლარის კურსი პიკშია
შემდეგი სტატიაპეტრე პოროშენკო: უკრაინა ნატოში გასაწევრიანებლად მზად არ არის