გიორგი გაჩეჩილაძე–მივიღეთ კონტროლის მექანიზმი, რომ როგორმე გაგვეკონტროლებინა

„ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში განხორციელებული ცვლილებები ბანკის გაკონტროლების სურვილით იყო გამოწვეული. ეს სკანდალური განცხადება უმრავლესობის დეპუტატმა გიორგი გაჩეჩილაძემ გააკეთა.

ტელეკომპანია ”კავკასიას” ეთერში საკითხის განხილვისას მან თქვა, რომ ეროვნული ბანკის გაკონტროლების შესაძლებლობა მთავრობას არ ჰქონდა და კანონის მიღება სწორედ კონტროლის მექანიზმის გაჩენის მიზნით მოხდა.

“აბა კანონი რისთვის მივიღეთ, დამოუკიდებელი სუბიექტია და ამიტომ მივიღეთ კონტროლის მექანიზმი, რომ როგორმე გაგვეკონტროლებინა,” – განაცხადა პარლამენტის წევრმა გიორგი გაჩეჩილაძემ ტელეკომპანიის ეთერში.

საუბარია ზედამხედველობის სამსახურის ეროვნული ბანკის დაქვემდებარებიდან გამოყოფის თაობაზე კანონპროექტზე, რომელიც პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის საფუძველზე პარლამენტმა წინა კვირას მიიღო.

banner
წინა სტატიაშიმოსამართლემ უგულავას ადვოკატი სასამართლოზე გამოუცხადებლობისთვის დააჯარიმა
შემდეგი სტატია“ნაციონალური მოძრაობა” პარლამენტში ანტიკორუფციული კომისიის შექმნას ითხოვს