გიორგი გაბედავა ირაკლი ვაჭარაძის საჩივარის საფუძველზე დაბარებულია?

ირაკლი ვაჭარაძის საჩივარის საფუძველზე დაბარებულია

 ირაკლი ვაჭარაძის საჩივარის საფუძველზე დაბარებულიაუფლედამცველი გიორგი გაბედავა ხვალ 11 საათზე ირაკლი ვაჭარაძის საჩივარის საფუძველზე დაბარებულია თაბუკაშვილზე პოლიციის განყოფილებაში. (მთაწმინდის ტერიტორია) არსებობს საფრთხე რომ უკვე მეორედ მოხდება გაბედავას უფლებების სასტიკი დარღვევა, რადგან გიორგი მიქაია, რომელმაც უსამართლოდ გაასამართლა უფლებადამცველი (შეგახსენებთ გიორგი გაბედავამ მოიხადა 3 წელი სასჯელი ჟურნლისტთა ცემის ბრალდებით, ხოლო შემდგომ იქნა გამართლებული და პოლიტპატიმრად ცნობილი) გახლავთ ამ უბნის პროკურორი.

ჩვენ გიორგი გაბედავას დავუკავშირდით.
-რატომ გიჩივლა ვაჭარაძემ?
-პატრიარქს რომ შეურაცხყოფას აყენებდა მაშინ დავურეკე, რომ არ მიპასუხა, მერე მივწერე და აი, შედეგიც.
-კი, მაგრამ, მას შემდეგ საკმაო დრო გავიდა და ახლა რატომ გიბარებენ?
-ალბათ გაიგეს, თბილისში რომ ჩამოვედი, დედაჩემს დაურეკეს და უთხრეს, დაგვალაპარაკეო. სასაცილოები არიან.
-როგორ ფიქრობ, ანტიდისკრიმინაციული კანონი, მხოლოდ უმცირესობას იცავს? გახსოვს ალბათ, სანდრო ბრეგაძეზე და მიშა გომიაშვილზე რამხელა აგრესია წამოვიდა, ეს მაშინ, როცა პატრიარქის შეურაცხყოფისთვის პასუხი არავის არავისთვის მოუთხოვია.
-ხო, მასეა, სამწუხაროდ პატრიარქის შეურაცხყოფისთვის არავის მოუთხოვია პასუხი და რეაგირება არ ყოფილა. სამწუხაროა, რომ ჩვენი უფლებები ირღვევა და თან ისე, რომ არავინ რეაგირებას არ აკეთებს. მაინც და მაინც უმცირესობაში უნდა იყო, რომ თავი დაცულად იგრძნო. სამწუხაროა და მითუმეტეს იქ ვარ დაბარებული, სადაც უკანონოდ გამასამართლეს.
-წახვალთ პოლიციაში?
-რა თქმა უნდა, აუცილებლად მივალ, დილის 11 საათზე ვიქნები თაბუკაშვილზე პოლიციის შენობასთან.

banner
წინა სტატიაშიმმართველი უმრავლესობა 28 თებერვლის რიგგარეშე სხდომაზე მთავრობის მოწვევას არ აპირებს
შემდეგი სტატიაბათუ ქუთელია – აბაშიძე-კარასინის ფორმატი საქართველოს ეროვნულ ინტერესებს უკვე საფრთხეს უქმნის