გიორგი გაბაშვილი: გვინდა ახლავე მოვუწოდოთ პარლამენტის თავმჯდომარეს შედგეს ასეთი შეხვედრა

„ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტის თავმჯდომარეს საყდრისთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნაზე დეპუტატების შეკრებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ გიორგი გაბაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფრენციაზე განაცხადა.
„მოგეხსენებათ, წინა სასესიო წელი დასრულდა იმით რომ საქართველოს პარლამენტს ეყო გამბდედაობა და საღი აზრი იმისთვის, რომ გადაეწყვიტა საყდრისთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნა. ამ გადაწყვეტილების მიღება ძალიან კარგია და მადლობა კიდევ ერთხელ ყველა კოლეგას როგორც უმრავლესობიდან ასევე ოპოზიციური პარტიებიდან და ასევე დამოუკიდებელ დეპუტატებს. გადაწყვეტილება მიღებულია და ახლა დარჩენილია ერთი რამ, რომ ეს კომისია პრაქტიკულად შეიქმნას, ჩამოყალიბდეს შემაგდენლობა და კომისია შეუდგეს მუშაობას. ჩვენ ვიცით, რომ ამ ეტაპზე შეიძლება იყოს სირთულეები და ამიტომ მოვუწოდებთ პარლამენტის თავმჯდომარეს ბატონ დავით უსუფაშვილს, მოაწყოს შეხვედრა სადაც შევიკრიბებით უმრავლესობის და უმცირესობის წარმომადგენლები, ასევე დამოუკიდებელი დეპუტატები და ვისმჯელებთ პრაქტიკულად კომისიის შექმნასა და მუშაობის დაწყებაზე“,– განაცხადა გიორგი გაბაშვილმა.
მისივე განმარტებით, გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, ამ გადაწყვეტილების შეცვლა და ტორპედირება, იმ გზით რომ კომისია საერთოდ არ ჩამოყალიბდეს, იქნება ძალიან დიდი უხერხულობა და სირცხვილი პარლამენტისთვის.
„იმისთვის, რომ ეს ძალიან არასურველი განვითარება ავიცილოთ თავიდან მოვუწოდებთ პარლამენტის თავმჯდომარეს ძალიან მალე მოახერხოს შეხვედრის ორგანიზება, სადაც პრაქტიკულად ჩამოვყალიბდებით კომისიის შემადგენლობის და თავმჯდომარის შესახებ. გვინდა ავღნიშნოთ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ ვართ მოქნილები, ამოჩემებული იდეები არ გვაქვს და შეხვედრის ორგანიზებასაც არაფერი უდგას წინ, რომ კომისიამ პრაქტიკულად მუშაობა დაიწყოს. შესაბამისად გვინდა ახლავე მოვუწოდთ პარლამენტის თავმჯდომარეს შედგეს ასეთი შეხვედრა“,– აღნიშნა გაბაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისამტრედიაში, “ჯეოჰოსპიტალის” მთავარი ექიმი ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს
შემდეგი სტატიაპარიზი კვლავ სამართალდამცავების გაძლიერებული კონტროლის ქვეშ რჩება