გიორგი გაბაშვილი: ახლა პარლამენტის ამოცანაა გამოვიდეს ოლიგარქის ჩრდილიდან

„ნაციონალური მოძრაობა“ დახურულ საგანგებო სხდომას მმართავს

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” მთავრობის ,,დაშლის” ფაქტს ეხმაურება. საგანგებო განცხადება დეპუტატმა გიორგი გაბაშვილმა გააკეთა.

,,გავიდა 5 კვირა მას შემდეგ, რაც ათი ათასობით ადამიანმა თავისუფლების მოედანზე, მთავრობას წითელი ბარათი უჩვენა.
დღეს მთელი საზოგადოებისთვის ნათელია, რომ მთავრობა უუნაროა და არა ქმედიათია. რომ ამ მთავრობამ ქვეყანა ღრმა კრიზისში შეიყვანა.
სამწუხაროდ მთავრობას არ ეყო გამბედაობა ეღიარებინა ეს კრიზისი და გადამდგარიყო, მაგრამ როგორც ამბობენ ჭირი თავს არ დამალავსო და ღარიბაშვილის მთავრობა ფაქტობრივად დაიშალა. მთავრობის ეს დაშლა გვიჩვენებს არა მხოლოდ ღარიბაშვილის მთავრობის უნიათობას, არამედ ოლიგარქ ივანიშვილის კულისებიდან მართვის კრახს.
ახლა საქართველოს პარლამენტის ამოცანაა, შეასრულოს საზოგადოების დაკვეთა და დანიშნოს არა ივანიშვილის მორიგი მარიონეტული მთავრობა, არაემდ გამოვიდეს ოლიგარქის ჩრდილიდან და შეძლოს ტექნიკური ტიპის მთავრობის დაკომპლექტება რომელიც შეაჩერებს ეკონომიკის ნგრევბასა და ჩამოშლას და სწრაფი საკანონმდებლო ცვლილებებით ქვეყნის არჩევნებისთვის მომზადებას.
თუ საქართველოს პარლამენტი ისევ ივანიშვილის მარიონეტულ მთავრობას დაამტკიცებს – კრიზისი გაგრძელდება, უფრო მეტიც გაღმავდება, ლარის გაუფასურდება და მოსახლეობის შემდგომი გაღარიბება შეუქცევადი გახდება..
ახლა მთელი პასუხისმგებლობა პარლამენტზეა ეყოლება საქართველოს მთავრობა , რომელიც ივანიშვილს ემსახურება თუ მთავრობა რომელიც ხალხის ნებას აღასრულებს”- განაცხადა გიორგი გაბაშვილმა.

banner
წინა სტატიაშილევან ყიფიანი სპორტის კომიტეტის წევრებს – ნუ წახვალთ პროვოკაციაზე სახელმწიფოს სახელით
შემდეგი სტატია„მინისტრების დასანიშნად პრემიერს ექსკლუზიური უფლება აქვს“, – დავით უსუფაშვილი