გიორგი ბარამიძე საქართველოს პრეზიდენტს პასუხობს

გიორგი ბარამიძე საქართველოს პრეზიდენტს პასუხობსჩემო გიორგი, მიხეილ სააკაშვილამდე რომ მიხვიდე, მითუმეტეს ქვეყნის ეროვნული ინტერესების განსაზღვრაში, ჯერ იმას უნდა მიხვდე, რა ბედოვლათმაც დაგსვა მაგ სკამზე (არ თქვა ახლა ხალხმა ამირჩიაო) და მეორე, მინიმუმ ის უნდა გააცნობიერო შენმა ოცნებამ, შენი მონაწილეობით, ქვეყნის ეროვნული უშიშროების საბჭო რომ გაანადგურა, მტერს თავი დაუხარა, აგენტები პოლიტ პატიმრებად შერაცხა და სტრატეგიულ მოკავშირე უკრაინას ზურგი შეაქცია“–ასე ეხმიანება საპარლამენტო უმცირესობის წევრი, გიორგი ბარამიძე სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განაცხადებას, სადაც იგი მიხეილ სააკაშვილს მოუწოდებს საქართველოს უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი თემებით პოლიტიკურ თამაშის თავის დანებებას.

 

 

შეგახსენებთ, რომ  ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს ხელისუფლება საქართველოს მოქალაქეების სირიაში წასვლასთან დაკავშირებით დაადანაშაულა .
როგორც მიხეილ სააკაშვილმა “რუსთავი 2″-თან საუბარში განაცხადა, რამდენიმე ასეული საქართველოს მოქალაქე არის წასული სირიაში, “ისლამური სახელმწიფოს (ISIS)” რიგებში საბრძოლველად.საქართველოს ხელისუფლება კი არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეების სირიაში წასვლა შეაჩეროს.

გიორგი ბარამიძე საქართველოს პრეზიდენტს პასუხობს

 

banner
წინა სტატიაშიუცნაური იარაღები
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი – გარემოს დანაგვიანებისთვის ჯარიმა 50 ლარიდან 5 000 ლარამდე იქნება