გიორგი ბარამიძე: პრეზიდენტმა შეიძლება პრემიერად სხვა კანდიდატურა წარმოადგინოს

ზურაბ ჟვანიას ვაჟმა გიორგი ბარამიძე სცემა

არც ისე მარტივად შეიძლება იყოს საქმე, შეიძლება პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრობის სხვა კანდიდატურა წარმოადგინოს და ეს უბრალოდ არ გაგიკვირდეთ , – აღნიშნული განცხადება პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ოპოზიციონერმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ბარამიძემ გააკეთა.
ბარამიძეს სხდომის წამყვანმა დავით უსუფაშვილმა უპასუხა, რომელმაც აღნიშნა, რომ კონსტიტუცია ამგვარ ინტერპრეტაციას არ ითვალისწინებს.
ამასთან, როგორც ბიუროს სხდომაზე ითქვა, გიგლა აგულაშვილსა და თინა ხიდაშელს სადეპუტატო უფლებამოსილებას უახლოეს პლენარულ სხდომაზე შეუწყვეტენ. სწორედ ამის შემდეგ დადგება პარლამენტის დღის წესრიგში მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხი.

banner
წინა სტატიაშიზურაბ ტყემალაძე : ახალგაზრდა კაცია გამოგვეჯიბრა და პირადულში გადავიდა
შემდეგი სტატიაAirbus გერმანიას ჯაშუშური სკანდალის გამო სასამართლოში უჩივლებს