გიორგი ბარამიძე: არამგონია, ნორმალურმა ადამიანმა თქვას, რომ დედის ბედი არ აწუხებს

საჭიროების შემთხვევაში გიორგი ბარამიძე მზადაა დეპუტატის მანდატი მოიხსნას და ციხეში ჩაჯდეს

რუსთავი 2-თან დაკავშირებით საუბარი იყო პარლამენტის ბიუროს სხდომაზე. განცხადება ნაციონალური მოძრაობის წევრმა, გიორგი ბარამიძემ, გააკეთა.

“პოტენციურად ჩვენ კრიზისის წინაშე ვდგავართ. რუსთავი 2-თან დაკავშირებული საკითხი ძალიან მტკივნეულია ჩვენი ქვეყნისთვის. მოსამართლე ურთმელიძემ განაცხადა, რომ მისი დედა არ არის მისი ოჯახის წევრი და, შესაბამისად, მასზე პროკურატურაში აღძრული სამე მასზე როგორც მოსამართლეზე არ იქონიებს გავლენას, რაც სამარცხვინოა და აბსურდის ზღვარს სცილდება. არამგონია, რომ ჩვენს ქვეყანაში რომელიმე ნორმალურმა სერიოზულმა ადამიანმა თქვას, რომ დედის ბედი მას არ აწუხებს და დედასთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმეზე მასზე რამენაირად გავლენას არ მოახდენს,” – განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა, გიორგი ბარამიძეს მიმართა, რომ ბიუროს თემაზე ისაუბროს.

გიორგი ბარამიძემ უმრავლესობას ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხზე ადეკვატური რეაგირებისკენ მოუწოდა.

banner
წინა სტატიაშინიკა გვარამია: ქიბარ ხალვაშს ჰკითხეთ, რატომ იყო საქართველოში ჩამოსული აზერბაიჯანის გავლით და ვის შეხვდა
შემდეგი სტატიააჭედილი კარები- “ნაციონალური მოძრაობის” რეგიონალური ოფისები დარბეულია