გიორგი ბარამიძე:ქვეყანაში ჩამოყალიბდა უწყება, რომელიც თავს უფლებას აძლევს საზოგადოებრივი ცენზორი იყოს

საჭიროების შემთხვევაში გიორგი ბარამიძე მზადაა დეპუტატის მანდატი მოიხსნას და ციხეში ჩაჯდეს

ზურაბ ჟვანიას ვაჟმა გიორგი ბარამიძე სცემასაქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ბარამიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც აღნიშნულია, რომ პირებმა თავი უნდა შეიკაონ ისეთი განცხადებების გაკეთებისგან, რომელიც საზოგადოებრივი აზრის არასწორ ფორმირებას შეუწყობს ხელს.
“როგორც ჩანს, ჩვენს ქვეყანაში ჩამოყალიბდა უწყება, რომელიც თავს უფლებას აძლევს საზოგადოებრივი ცენზორი იყოს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ფუნქცია ყოფილა ის, რომ ხალხის მოსაზრებები აკონტროლოს. ესაა გაუგონარი და მიუღებელი რამ ძალიან მცირე ჩანასახოვანი დემოკრატიის მქონდე ქვეყნისთვისაც კი. ესაა იმის მაჩვენებელი, თუ რა მენტალიტეტის მატარებელია ბიძინა ივანიშვილი. თუ რა მეთოდებით ცდილობს საზოგადოების გაკონტროლებას.
მეორე საკითხია ესაა ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება, რომ სააკაშვილი დასაჭერია. მინდა მას შევახსენო, რომ ის ფორმალურად მაინც არის საქართველოს პრემიერი და მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდოს სამსახურს, ნუ შერაცხვენს ჩვენს ქვეყანას და როცა ქვეყნის საზღვრებს გარეთ იმყოფება, საქართველოს პრესტიჟის გაძლიერებაზე იზრუნოს”. – განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

banner
წინა სტატიაშინუგზარ წიკლაური: “ვაი, ვაი, ეს უტვინო და უთავმოყვარეო მავნებლები”
შემდეგი სტატიაირაკლი ალასანია: ქვეყანას მართავს ისეთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც არ აქვს ხალხის მიმართ ვალდებულების განცდა