გიორგი ბარამიძესა და მანანა კობახიძეს შორის შეკამათება მოხდა

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის, ირინა იმერლიშვილის შეფასებით, პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლა

საპარლამენტო უმცირესობის წევრ, გიორგი ბარამიძესა და ვიცე-სპიკერ მანანა კობახიძეს შორის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე შეკამათება მოხდა.
საპარლამენტო უმცირესობამ სხდომაზე გახმაურებულ საქმეებზე საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხის ჩასმა მოითხოვა.
როგორც სხდომაზე გიორგი ბარამიძემ განაცხადა, პარლამენტის თავმჯდომარესთან შეთანხმება იყო, რომ გახმაურებულ საკითხებზე საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით განხილვა დღის პირველ ნახევარში მოხდებოდა. როგორც ბარამიძემ აღნიშნა, საზოგადოებისთვის აღნიშნული საკითხი უფრო აქტუალური და მნიშვნელოვანია, ვიდრე სხვა კანონპროექტები.
სხდომაზე, გიორგი ბარამიძეს მანანა კობახიძემ უპასუხა. კობახიძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, პარლამენტმა დღის განმავლობაში დაჩქარებული წესით კანონპროექტებზე იმსჯელოს და სწორედ ამ კანონპროეტების განხილვის დასრულების შემდეგ მოხდება საგამოძიებო კომისიის შექმნაზე მსჯელობა.
საპარლამენტო უმცირესობა რაფალიანცის, კიწმარიშვილის და თათუხაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.

banner
წინა სტატიაში“ძველი თბილისის განვითარების ფონდის” ყოფილი ხელმძღვანელები სასამართლომ უდანაშაულოდ სცნო
შემდეგი სტატია“ჰააგის გამოძიების ერთ-ერთი მთავარი მიმართულება უნდა იყოს ანწუხელიძის, ხუბულურის, სოფრომაძის წამება და მკვლელობა”