გიორგი ბარამიძემ ნატო-ს გენმდივანთან შეხვედრაზე დაკავებულ თანაპარტიელებზეც ისაუბრა

საჭიროების შემთხვევაში გიორგი ბარამიძე მზადაა დეპუტატის მანდატი მოიხსნას და ციხეში ჩაჯდეს

ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.“ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, გიორგი ბარამიძემ ნატო-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან პარლამენტის თავმჯდომარის და დეპუტატების შეხვედრაზე სხვა საკითხებთან ერთად, დაკავებულ თანაპარტიელებზეც ისაუბრა.
როგორც გიორგი ბარამიძემ ჟურნალისტებს შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა, სხვა საკითხებთან ერთად ისაუბრეს ორ ძირითად თემაზე.
“ესენია: რუსეთის აგრესია და საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოსა და მთელი ცივილიზებული სამყაროს კონსოლიდირებული პოზიციის ჩამოყალიბება, რათა რუსეთმა იგრძნოს პოლიტიკური და დიპლომატიური ფასი ამ აგრესიის; მეორე საკითხი არის ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესები, დემოკრატიის კუთხით არსებული პრობლემები. კერძოდ, პოლიტიკური პატიმრების არსებობა ჩვენს ქვეყანაში რა თქმა უნდა ხელს უშლის პირველ ყოვლისა არა რომელიმე პოლიტიკურ პარტიას, არამედ თვითონ ქვეყანას იმისათვის, რომ მიაღწიოს მთავარ მიზანს – სწრაფად გავწევრიანდეთ ნატო-ში, იქნება ეს MAP-ის მიღებით თუ იმის დათქმით, რომ საქართველოს MAP-ი აღარ დასჭირდება იმიტომ, რომ ისედაც გვაქვს MAP-ზე მნიშვნელოვნად, არსებითი თვალსაზრისით, მეტი”, – განაცხადა ბარამიძემ.
მისი თქმით, ნატო-ს გენერალური მდივნის საუბრიდან უდიდესი ნაწილი სწორედ ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიულ პროცესებს მიეძღვნა, “ისე, როგორც ეს ადრე იყო, რადგანაც ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი, ნაწილი საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის”.
“როდესაც ქვეყანას ჰყავს პოლიტიკური პატიმრები, მით უმეტეს, როდესაც კონსტიტუცია ირღვევა და გვყავს ადამიანი, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე წინასწარი პატიმრობით უკვე წელიწადზე მეტია ზის ციხეში, ეს რა თქმა უნდა სერიოზულ პრობლემას უქმნის, არა მხოლოდ “ნაციონალურ მოძრაობას”, ხელისუფლების პოლიტიკურ ოპოზიციას, არამედ ქვეყანას. ეს არის გულსატკენი, რადგანაც ეს პრობლემები შეიძლება და როგორც ჩანს, აუცილებლად წინ დაგვხდება უკვე ვარშავის სამიტზე, რომელზეც ჩვენ გვინდა, რომ საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგას წინ”, – განაცხადა ბარამიძემ.

banner
წინა სტატიაშიიენს სტოლტენბერგი რუსეთის მხრიდან საერთაშორისო ვალდებულებების კიდევ ერთ დარღვევაზე საუბრობს
შემდეგი სტატიამინდა გამოგიცხადოთ გულწრფელი სამძიმარი და თანადგომა, მიგულეთ თქვენ გვერდით