გიორგი ახვლედიანი: NDI და IRI საქართველოში “ნაცმოძრაობის” ხელისუფლებაში დაბრუნებაზე მუშაობენ

“დემოკრატიული მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ახვლედიანი მიიჩნევს, რომ NDI და IRI საქართველოში “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში დაბრუნებაზე მუშაობენ.

“საზოგადოებრივი აზრის კვლევა, უფრო ზუსტად კი, საზოგადოებრივი აზრის ფორმირება, რომელიც შემოგვთავაზა NDI-მ, ეს არის პირდაპირპროპორციულად პოლიტიკური ომის გამოცხადება პოლიტიკური ძალისათვის, რომლის დამსახურებითაც ქვეყანაში განუხრელად იზრდება იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც აფასებენ რა მოვლენებს რეალურად და ობიექტურად, ქვეყნის ხელისუფლებისგან ითხოვენ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას რუსეთთან ფართომასშტაბიანი მოლაპარაკებების დასაწყებად”, – აცხადებს “დემოკრატიული მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ახვლედიანი.
მისივე თქმით, ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ საქართველოში საზოგადოებრივი აზრის და განწყობების კვლევაზე მონოპოლია არა ქართულ, არამედ ამერიკულ ორგანიზაციებს აქვთ. თან იმის გათვალისწინებით, რომ ეს ორგანიზაციები არა კვლევითი ორგანიზაციები, არამედ ამერიკის რესპუბლიკური და დემოკრატიული პარტიების ინსტიტუტებს წარმოადგენენ. შესაბამისად, ჩვენ უკვე წლებია კვლევების სახით გვაწვდიან იმ ხედვებს, როგორითაც საქართველოში პოლიტიკური სიტუაციის დანახვა და რეალობის შექმნა სურთ პოლიტიკოსებს ვაშინგტონში.
კიდევ ერთი საინტერესო დეტალი, რაზეც ახვლედიანი ყურადღებას ამახვილებს არის ის, რომ საქართველოში NDI-ს და IRI-ს დასაქმების ცენტრად ბოლო წლების განმავლობაში “ნაციონალური მოძრაობა” იქცა.
“ამის მაგალითი იყო IRI-ს ყოფილი ხელმძღვანელის დიმიტრი შაშკინის სააკაშვილის ხელისუფლებაში გამინისტრება, ხოლო NDI-ს საქართველოს ერთ-ერთი ხელმძღვანელის თინათინ ბოკუჩავას, “ნაციონალური მოძრაობის” კვოტით გაპარლამენტარება.  NDI და IRI საქართველოში “ნაცმოძრაობის” ხელისუფლებაში დაბრუნებაზე მუშაობენ”, – განაცხადა ახვლედიანმა.
გიორგი ახვლედიანის კომენტარს “დემოკრატიული მოძრაობის” პრესსამსახური ავრცელებს.

banner
წინა სტატიაშიEBRD-ის პრეზიდენტი: თქვენი ქვეყნის წარმატება, ჩვენი ბანკის წარმატება გახლავთ
შემდეგი სტატიაშუახევში ორი მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს