გიორგი ალანია: „მე სამშობლო მასამართლებს!.. უარს ვაცხადებ სამშობლოზე!“

ქართული ეროვნული გვარდიის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ზვიად გამსახურდიას ერთგული ოფიცერი გიორგი ალანია

http://www.timer.ge/?p=51694

ქართული ეროვნული გვარდიის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ზვიად გამსახურდიას ერთგული ოფიცერი გიორგი ალანია საგანგებო განცხადებას ავრცელებს

“დღეს სენაკში “ბოლო მოჰიკანელის” სასამრთლო პროცესი დაიწყო. ეს ამერიკელი მწერლის, ჯეიმზ ფენიმორ კუპერის ისტორიული რომანის სიუჟეტი კი არა, რეალობაა, რომელსაც საფუძვლად რეჟიმებისადმი დაუმორჩილებლობა უდევს.
საქართველო სამხედრო გადატრიალების შედეგ, 1992 წელს შემოთავაზებულ შეწყალებაზე უარის თქმის გამო, დავტოვე. ხელისუფლებაში „ნაციონალების“ მსოვლის შემდეგ, ე.წ. ეროვნულ შერგიგებას ამოფარებულ შეწყალებაზეც უარი რომ განვაცხადე, 2006-დან 2010 წლამდე სისხლი სამრთლის 4 მუხლი დამიმატეს, მათ შორის, სამშობლოს ღალატი.
„ოცნების“ ხლეისუფლების, ბესელიას „მასიური შეწყალების“ სიაში მოხვედრაზე უარის თქმის გამო, რომელიც საყოველთაო ამნისტიით შეფუთეს, 22 წლის დევნილობის შემდეგ, საქმე, ყველა საკანონმდებლო თუ საერთოაშორისო ნორმის დარღვევით, სასამართლოს გადასცეს. მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურას ბოლო წლების განმავლობაში ჩემთან კომუნიკაცია ჰქონდა, როგორც პირადი, ასევე ჩეხეთში საქართველოს სელჩოს მეშვეობით, ამის თაობაზე დროზე არ მეცნობა და ადვოკატის აყვანაზეც, პრაქტკულად, უარი მეთქვა. დამინიშნეს პრკურატურასთან შეკრული ადვოკატი, რომელმაც უარი არა მარტო საქმის მასალები გაცნობაზე მითხრა, არამედ, ჩემთან ყოველგავრი კომუნიკაციაც მიატოვა. რაც დღეს ხდება, სასამართლო პროცესი კი არა, უკვე გამოტანილი განაჩენის სისრულეში მოყვანაა.
სამშობლო მიწა, ქვა და წყალი კი არა, გარკვეულ ტერიტოტიზე მცხოვრები ხალხია. ეს ხალხი ირჩევს, ან არ ეწინააღმდეგაბ იმას, რაც ქვეყანაში ხდება, აქედან გამომდნარე, პასუხისმგებელია ყველა იმ ქმედებაზე, რასაც ეს „სამშობლო“ პიროვნების მიმართ ჩადის.
გამოდის, რომ ის მასამართლებს, რასაც მინიმუმ, 25 წელი, აქედან, 4 წელზე მეტი იარაღით ვემსახურე, მასამრთლებს. მასამრთლებს არა მხოლოდ ხელისუფლება, არამედ, სამშობლო. განაჩენიც ამ სამშობლოს სახელით იქნება გამოტანილი, იმ სამშობლოს სახელით, რომელიც ამას არ აპროტესტებს, ანუ ეთახნმება და რომელსაც უანგაროდ ვემსახურე.
ყველაფერ ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, უარს ვაცხადებ ასეთ სამშობლოზე, რომელმაც ჩემს “სიკვდილის განაჩენს” ხელი მოაწერა”

ქართული ეროვნული გვარდიის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ზვიად გამსახურდიას ერთგული ოფიცერი გიორგი ალანია

banner
წინა სტატიაშირა შემთხვევაში შეიძლება გახდეს რიკოთის უღელტეხილზე მგზავრობა ფასიანი?!
შემდეგი სტატია2008 წელს ომში დამნაშავე პირებს უვადო ან 30 წლიანი პატიმრობა ემუქრებათ