გიორგი აბაშიშვილი მეჭიაურს პასუხობს

გიორგი აბაშიშვილი

გიორგი აბაშიშვილიეკონომიკურ საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი გიორგი აბაშიშვილი მმართველი გუნდის ზოგიერთი წევრის მიერ გაკეთებულ განცხადებებს “შეურაცხმყოფელად” აფასებს და დეპუტატებს შეახსენებს, რომ ეთიკის დაცვა საპარლამენტო ცხოვრების ნაწილია.
შესაბამისი განცხადება აბაშიშვილმა პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე გააკეთა, რომელზეც “ეროვნული ბანკის” შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვა მიმდინარეობს.
“მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ვეტო და მოტივირებული შენიშვნები, რომლებიც წარმოდგენილია პრეზიდენტის მიერ, არის თანამშრომლობის და არა დაპირისპირებისა და ნიშნისმოგების საშუალება. აქ ცალკეულ შემთხვევაში მოვისმინეთ საკმაოდ შეურაცხმყოფელი განცხადებები. თქვენ უკეთ იცით, რომ ეთიკა და კულტურა ეს საპარლამენტო საქმიანობის შემადგენელი ნაწილია. პიროვნული შეურაცხყოფები აქ აბსოლუტურუად უსაფუძვლო იყო. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, წარმოდგენილია მოტივირებული შენიშვნები, პროფესიული არგუმენტები და მოდით ვიმსჯელოთ ამაზე”, – მიმართა აბაშიშვილმა დეპუტატებს.

პლენარულ სხდომაზე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მისამართით მმართველი გუნდის წევრმა და აღნიშნული კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა თამაზ მეჭიაურმა აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილს ადანაშაულებს, რადგან “ენჯეოელ სოროსელს”, რომელსაც საქსოვი ჩხირები ეჭირა, ხელიდან გააგდებინა და ვეტოთი აღჭურვა”.

banner
წინა სტატიაშიქართული ოცნების 3 წლის თავზე ქართული ოცნება სწორედ იმ ბნელ წარსულს უბრუნდება
შემდეგი სტატიასაფინანსო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელად, შვიდი წლის ვადით, “ბიძინა ივანიშვილის პაჟი დაინიშნება”