გიორგი აბაშიშვილი – “ეროვნული ბანკის შესახებ” კანონს შეუძლებელია კავშირი ჰქონდეს ვალუტის სტაბილურობასთან

ეკონომიკურ საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი გიორგი აბაშიშვილი საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ზურაბ ტყემალაძის განცხადებას პასუხობს იმასთან დაკავშირებით, რომ ბოლო დღეებში ლარის გაუფასურებაზე შესაძლოა “გარკვეულად” “ეროვნული ბანკის შესახებ” კანონზე პრეზიდენტის მიერ ვეტოს დადებას ემოქმედოს.
როგორც აბაშიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნულ კანონს შეუძლებელია კავშირი ჰქონდეს ეროვნული ვალუტის სტაბილურობასთან.
“ყველა პროფესიონალი ეკონომისტისთვის ნათელია, რომ ამ კანონის ამოქმედებას არანაირი კავშირი არ აქვს ლარის კურსის სტაბილურობასთან, თუმცა თუ ბუნებაში ვინმეს მაინც ჰგონია, რომ კანონის ამოქმედებით ხელს შეუწყობს ლარის კურსის სტაბილურობას და ხელს შეუშლის დევალვაციას, მაშინ აბსოლუტურად გასაკვირია, რატომ არ მოხდა პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა დაუყოვნებლივ და რატომ გადაიტანეს ეს პროცესი სექტემბრისთვის, თან როცა ვისმენდით განცხადებებს, რომ პრეზიდენტის ვეტოს უპრობლემოდ დაძლევდნენ”, – აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის, ზურაბ ტყემალაძის აზრით, ბოლო დღეებში ლარის გაუფასურების მიზეზი “გარკვეულად შეიძლება” “ეროვნული ბანკის შესახებ” კანონზე პრეზიდენტის მიერ გამოყენებული ვეტო იყო. ტყემალაძე დარწმუნებულია, რომ ვეტოს დაძლევის შემდეგ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში “ყველაფერი უკეთესობისკენ წავა”.

banner
წინა სტატიაშისუს-ის უფროსის მოადგილეების ვინაობა ცნობილია
შემდეგი სტატიასაპატრიარქოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 150 000 ლარი გამოეყო