გიორგი აბაშიშვილი: ეროვნული ბანკის არც ერთ მიმართულებაზე სამუშაოდ ჩემი კანდიდატურა არ განიხილება

ეროვნული ბანკის არც ერთ მიმართულებაზე სამუშაოდ ჩემი კანდიდატურა არ განიხილება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა ეკონომიკის საკითხებში გიორგი აბაშიშვილმა ტელეკომპანია “იმედის” საინფორმაციო გამოშვება “ქრონიკაში” ჩართვისას, თემის კომენტირებისას განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტს შეუძლია ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კანდიდატურა ერთპიროვნულად დაასახელოს, პრეზიდენტი აქტიურ, გამჭვირვალე კონსულტაციებს აწარმოებს ყველა დაინტერესებულ მხარესთან, ექსპეტებთან, არასამთავრობო სექტორთან. აბაშიშვილის ინფორმაციით, ხანგრძლივი შერჩევის პროცესი იქნება.
“ამ მოცემულობაში და არც სხვა მოცემულობაში, არც ერთი ფორმით, ჩემი კანდიდატურა არ განიხილება ეროვნული ბანკის არც ერთ მიმართულებაზე სამუშაოდ”, – აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.
ამასთან, პრეზიდენტის მრჩეველმა ვალუტის კურსთან დაკავშირებითაც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ ვალუტის კურსის მიმდინარე მერყევობა არსებული საბაზრო ტენდენციებით არის გამოწვეული. “მე ვერ ვხედავ აქ რაიმე ტიპის განსაკუთრებულ ნიშნებს, ეს არის მიმდინარე ტიპის მცირედი რყევები”, – განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიხიდაშელი-ნუ გვეტყვით იმას, რომ თქვენი დაღუპული შვილების “წყალობით” ვართ ჩვენ
შემდეგი სტატიანარკოდანაშუალის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს