გილოცავთ ბორის გრიგორიჩ!

ალექსი პეტრიაშვილი პროკურატურის ხელმძღვანელი პირების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას მოითხოვს

ალექსი პეტრიაშვილი პროკურატურის ხელმძღვანელი პირების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას მოითხოვს“თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთი ლიდერი ალექსი პეტრიაშვილი სოციალურ ქსელში საზოგადობრივი მაუწყებლის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორის გიორგი გვიმრაძის ევრაზიული კავშირთან ურთიერთობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.

“გილოცავთ ბორის გრიგორიჩ! საზმაუში, საინფორმაციოს თავზე ევრაზიული კავშირის დროშა ფრიალებს! განსხვავება ორი საუკუნის სერგოებს შორის იმაშია, რომ სერგო პირველმა დროშა მე-11 არმიით, სისხლით და მახვილით აღმართა! სერჟ “20/30″ მეორემ ეს დროშა ჩუმად და ლაჩრულად აასრიალა! არც დელეხტორ ბარათაშვილს, არც პოლიტრუკ გვიმრაძეს და არც ინსტრუქტორ ჯანიკაშვილს იმის გამბედაობა არ ეყოთ, კოლეგისთვის, გადაცემის ავტორისთვის ეთქვათ პირდაპირ: აღარ უნდა გრიგორიჩს ეს ძველი სახეები და მორჩაო! ერთი ხან ანძაზე დაიმალა, ხან ლამის ემიგრაციაში წავიდა, მეორემ მე დამაბრალა, მესამემ მთლად თვალთმაქცურად ეკას ხედვების გაზიარება სთხოვა! იწვალეს, მოსინჯეს და ბოლოს ლაივში ამოღერღეს! კარგი ბ.გ. ! გასაგებია! არჩევანი საკუთარი გემოვნებით გააკეთეთ! რამდენ ხანს გაგიქაჩავს ეს ტროიკა, ნახავთ თავად, მარა მე მაინც, ძველი ბრძოლების და ჩვენი, ჩემი ყოველ შემთხვევაში, წრფელი აზრთა ურთიერთგაცვლის სამახსოვროდ, ერთ ბოლო, უფასო რჩევას მოგცემთ და ეს რჩევა არ ეხება ჩემს ეკას, კსტაწი სეკა: მედიასთან ომი გადაიყოლებს ამ ხელისუფლებას! არ გაგიტარებენ არც შიგნით და მითუმეტეს არც გარეთ! You know what I mean! მეც მაქსიმალურად დავეხმარები, რომ არ გაგიტარონ! Nothing personal! Just business!”, – წერს პეტრიაშვილი.

banner
წინა სტატიაში,,დღეს მივიღეთ მიშა-2-ის რეჟიმი”– ინაშვილი ,,ქართულ ოცნებას” ტერორში ადანაშაულებს
შემდეგი სტატიასირიის ოპოზიციამ ამერიკული ,,ჯაველინებით,, რუსული ტექნიკა გაანადგურა… (VIDEO)