გიზო უგლავა უკრაინის ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის მოადგილედ დაინიშნა

საქართველოს მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე გიზო უგლავა, უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის პირველ მოადგილედ დანიშნეს.

ანტიკორუფციული ბიუროს დირექტორმა არტემ სიტკინმა უგლავა ჟურნალისტებს ბრიფინგზე წარუდგინა, როგორც საქართველოს პროკურატურის ყოფილი მოხელე, რომელიც სამშობლოში მთელ რიგ ხელმძღვანელ თანამდებობებზე მუშაობდა, მათ შორის იყო გენერალური პროკურორის მოადგილე.

არტემ სიტკინის გამარტებით, გიზო უგლავა ეროვნულ ანტიკორუფციულ ბიუროში უხელმძღვანელებს დეტექტივების მუშაობას, რაც ბიუროს ძირითად დამრტყმელ ძალად მოიაზრება. ასევე, პირველი მოადგილის ფუნქციაში შევა ოპერატიულ-ტექნიკური დანაყოფებისა და ანალიტიკური სამსახურის კონტროლი. მეორე მოადგილე ძალოვან ბლოკს უხელმძღვანელებს.

banner
წინა სტატიაშიქუთაისში მიმდინარე ინფრასტრუქურული სამუშაოები ქალაქის მერმა დაათვალიერა
შემდეგი სტატიასტრეპტოკოკური ინფექციით თბილისში ორი ადამიანი გარდაიცვალა