გივი თარგამაძე ყოფილი თანაპრტიელების მოქმედებას პოლიტიკურ უმწიფრობად მიიჩნევს

“ნაციონალური მოძრაობიდან” წასულების განცხადებამ უფრო მეტი კითხვა დატოვა, ვიდრე პასუხი იყო, – მსგავსი შეფასება გივი თარგამაძემ ,,ნაციონალური მოძრაობიდან” წასული დეპუტატების საპასაუხოდ გააკეთა.
როგორც თარგამაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მათი განცხადებით პოლიტიკური უმწიფრობის და უპასუხსიმგებლობის განცდა რჩება.
“განცხადებამ უფრო მეტი კითხვა დატოვა, ვიდრე პასუხი იყო. მათ განცხადებაში დასახელებული პრობლემა, თუ პრობლემად მიაჩნია , არ გაჩენილა დღეს და გაუგებარია, რატომ დაიწყო ის დღეს და არ დაისვა პარტიის წინაშე. ყველაზე მეტი განცდა რაც რჩება, ეს არის პოლიტიკური უმწიფრობის, უპასუხისმგებლობის და მოუმზადებლობის განცდა და განცდა იმისა, რომ ეს არ არის პოლიტიკური ლიდერების განცხადება. თუკი აღმასრულებელ მდივანს განსხვავებული პოზიცია ჰქონდა, უნდა დამდგარიყო პარტიის წინაშე, რაც არ მომხდარა”, – განაცხადა გივი თარგამაძემ
“ნაციონალური მოძრაობის” ყოფილმა წევრებმა – ზურაბ ჯაფარიძემ, გოგა ხაჩიძემ, პავლე კუბლაშვილმა და გიორგი მელაძემ დღეს სპეციალური განცხადება გაავრცელეს, რომელშიც პარტიის დატოვების მიზეზები განმარტეს და ახალი პოლიტიკური ცენტრის შექმნაზე ისაუბრეს.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტმა თემურ ნერგაძის სადეპუტატო უფლებამოსილება სცნო
შემდეგი სტატიათამარ ბერუჩაშვილი – დიალოგს გააგრძელებენ ისევ ზურაბ აბაშიძე და გრიგორი კარასინი