გივი თარგამაძე განცხადებას ავრცელებს

“დღეს დილით გულუას სახელობის სპეცრაზმის ყოფილი მეთაური ზურაბ ქაჯაია მიემგზავრებოდა უკრაინაში მისივე თანამებრძოლის იგივე რაზმის წევრის უკრაინაში გმირულად დაღუპული გიორგი ჯანელიძის გადმოსვენების პროცეში მონაწილეობის მისაღებად. აეროპორტში მისულს მას დაურეკეს პროკურატურიდან და უთხრეს რომ მისულიყო პროკურატურაში გასაუბრებისთვის სადაც ის 5 საათის შემდეგ დააყოვნეს 9 საათის განმავლობაში. შემდეგ გაანთავისუფლეს ღამის 3 საათზე. დღეს კი კვლავ დაიბარეს მოწმის სახით დაკითხვაზე 14:00 საათზე. ეს დაკითხვა უკავშირდება აფრასიძეეების ცნობილ ოპერაციას. ყაჩაღი აფრასიძეების გაუნებელყოფის ცნობილ ოპერაციას და ზურაბ ქაჯაიას. ისევე როგორც ამ საქმეზე დაკითხულ ასზე მეტ სპეცრაზმელს სთხოვენ ერთსა და იგივეს რომ მათ მისცენ ჩვენება თითქოს მაშინდელი მინისტრი გია ბარამიძე აძლევდა მათ ბრძანებას აფრასიძეების პირდაპირ ლიკვიდაციაზე. ესეთ ჩვენებას არავინ არ აძლევს და არც მისცემს, იმიტომ რომ ეს არ შეესაბამება სიმართლეს. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ივანიშვილის სურვილი ასეთი ჩვენების მიღება. არსებობს ალბათობა რომ გია საჯაიას რომელიც არის გორგასლის სხვადასხხვა ხარისხის ორდენის მფლობელი, საბრძოლო მამაცობის ორდენის მფლობელი, ღირსების ორდენის მფლობელი, დამსახურებული პოლიციელის წოდების მფლობელი, დღეს დააკავებენ იმისათვის რომ უკვე შემდგომში გლდანის მე–8 იზოლატორში როგორც ეს ნაკანის შემთხვევაშია რომ მისგან ზეწოლის გზით მიიღონ ეს სასურველი ჩვენება. შეგვიძლია ვთქვათ ორი ფაქტი. ერთი რომ ბიძინა ივანიშვილს ააქვს პირადი შიში პატრიოტი მებრძოლების, იცის რა რომ ის ებრძვის საკუთარ ქვეყანას გააჩნია სრულიად მოტივირებული შიში პატრიოტი მებრძოლების და დღიდან ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლისა განუწყვეტელი შეტევა ხორციელდება სპეცდანიშნულების რაზმების ყოფილ თუ მოქმედ წევრებზე რასაც მოქავს კატასტროფული შედეგები და მეორე ეს არის განუწყვეტელი ასევე მცდელობა მუდმივად მათთვის სასურველი ჩვენებების მიღების გზით სხვადასხვა საქმეებზე დადგმების განხორციელებისა იმისათვის რომ ძირითადი პრობლემებიდან გადაიტანონ მუდმივად ყურადღება.
კატეგორიულად ურჩევთ ხელისუფლებას ხელი აიღონ ესეთ ქმედებებზე, შეწყვიტონ სპეცრაზმელების დევნა, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ჩვენის მხრივ მივმართავთ ყველა შესაძლო ფორმას კანონიერ ფარგლებში პროტესტისა და ეს პროცესი გამოიღებს ძალიან მძიმე შედეგებს ისეთს როგორიც უკვე გვაქვს სახეზე სამწუხაროდ”–ნათქვამია გივი თარგამაძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში

banner
წინა სტატიაშიირაკლი შოთაძის განმარტებით, გია სოსანაშვილის და მისი ადვოკატის მიერ გაკეთებული განცხადებები ყოველგვარ ზღვარს გასცდა
შემდეგი სტატიაგიგი წერეთელი EPF-ის აღმასრულებელი კომიტეტის წევრად იქნა არჩეული