გივი თარგამაძე: ანალოგიური ბრალი ანზორ ჩუბინიძესა და ბიძინა ივანიშვილსაც უნდა წარუდგინონ

ოპოზიციონერი დეპუტატი გივი თარგამაძე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საიდუმლო ხარჯების 2013 წლის გასაჯაროებას ითხოვს.

როგორც ჟურნალისტებს თარგამაძემ განუცხადა, 2012 წლის ანალოგიური მასალები გასაჯაროებულია და მასზე დაყრდნობით სისხლის სამართლის საქმე წარმოებს, როდესაც ბრალი წაყენებული აქვს მიხეილ სააკაშვილსა და თემურ ჯანაშიას.

„2013 წლის ხარჯები არის ზუსტად ანალოგიური 2012 წლისა. ყველაფერი განხორციელდებოდა იგივე ბრძანებულებების საფუძველზე, რაც განსაზღვრა მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა თავისი განკარგულებით. უნდა აღდგეს ბალანსი და მოიხსნას ორმაგი მიდგომა. თუკი მიხეილ სააკაშვილსა და თემურ ჯანაშიას აღნიშნულ საქმეზე ბრალი წარუდგინეს, ანალოგიური ბრალი ანზორ ჩუბინიძესა და ბიძინა ივანიშვილსაც უნდა წარუდგინონ, რათა მათაც დაუყადაღდღეს ქონება“, – განაცხადა გივი თარგამაძემ.

გივი თარგამაძეს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი გამოეხმაურა, რომელმაც ოპოზიციონერის განცხადებები პიარად მიიჩნია და აღნიშნა, რომ ამჟამინდელი ხელისუფლება წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, არცერთ თეთრს „საგულაოდ“ არ იყენებს.

სესიაშვილმა თქვა, რომ ვინაიდან აღნიშნული საკითხი დღის წესრიგში თარგამაძემ დააყენა, ამ საკითხზე „ნდობის ჯგუფი“ იმსჯელებს.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს საგარეო ვალის მოცულობა გაიზარდა
შემდეგი სტატიაპარლამენტში “ნდობის ჯგუფის” სხდომაზე ანზორ ჩუბინიძეს და თინა ხიდაშელს მოუსმინეს