გიგლა აგულაშვილი: ჩვენ როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები ვაცნობიერებთ, რომ არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარება ჩვენი პასუხისმგებლობაა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის და თამნარ ხიდაშელის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის გიგლა აგულაშვილის ინფორმაციით, საგარეჯოს რაიონში მიმდინარე შუალედურ არჩევნებზე ზოგადი ვითარება სტაბილურია. როგორც “თაიმერთან” საუბარში მინისტრმა განმარტა, ყველა საარჩევნო უბანი დროულად გაიხსნა და ხმის მიცემის პროცედურაც შეუფერხებლად დაიწყო.

“ზოგადი ვითარება სტაბილურია. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ადგილი ჰქონდა თითქმის უმნიშვნელო დაგვიანებებს, რომელიც თან ახლავს ხოლმე არჩევნების პროცესს. ჩვენთან შემოვიდა ინფორმაცია მცირეოდენი დარღვევების შესახებ. ერთ–ერთ უბანზე თითქოს ბიულეტენების ნაკლებობა შეინიშნა, თუმცა ხელახალი გადათვლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ყველაფერი რიგზე იყო. ამ ეტაპისათვის საარჩევნო უბნებზე ამომრჩევლის მაღალი აქტივობა არ შეინიშნება, თუმცა მთელი დღე წინაა. ჩვენ როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები ვაცნობიერებთ, რომ არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარება ჩვენი პასუხისმგებლობაა და რომ საზოგადოებას უნბდა მიეცეს შესაძლებლობა დემოკრატიული ქვეყნისთვის შესაფერის გარემოში მისცეს ხმა მისთვის სასურველ კანდიდატს”,– განაცხადა “თაიმერთან” საუბარში გიგლა აგულაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისაგარეჯოს რაიონში არჩევნები დარღვევებით დაიწყო
შემდეგი სტატიარა სახის დარღვევებია საგარეჯოში მიმდინარე საარჩევნო პროცესში