გიგლა აგულაშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის გადაწყვეტილებას ყველა უნდა დავემორჩილოთ

პარლამენტის უმრავლესობის წევრებისგან განსხვავებული პოზიცია აქვს გიგი უგულავას საქმეზე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელს, რესპუბლიკელ გიგლა აგულაშვილს.

გარემოს დაცვის მინისტრის განცხადებით, მოსწონს თუ არა ვინმეს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შინაარსი, ის დაუყოვნებლივ უნდა აღსრულდეს.

„საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის გადაწყვეტილებას ყველა უნდა დავემორჩილოთ. ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში სასამართლოს გადაწყვეტილების მიმართ დამორჩილება არის დემოკრატიის ძალიან მაღალი ნიშნული და ამავე დროს სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ ვარ იმ მთავრობის წარმომადგენელი, რომელმაც შეძლო უზრუნველეყო ისეთი სამართლებრივი სივრცის შექმნა, როდესაც შესაძლებელია მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებების მიღება, რომელიც იწვევს საკმაოდ დიდ აზრთა სხვადასხვაობას,“ – აცხადებს გიგლა აგულაშვილი.

banner
წინა სტატიაშიმანანა კობახიძე: ასეთი აჟიოტაჟის შექმნა, მივარდნები ციხესთან – ეს არ არის სწორი და ემსახურება დესტაბილიზაციის შექმნას
შემდეგი სტატიაირაკლი ალასანია: მთავრობას არ აქვს უნარი ადეკვატურად იმოქმედოს