გიგლა აგულაშვილი: თბილისის თავზე 11-კილომეტრიანი ღრუბელია

“თბილისის თავზე 11-კილომეტრიანი ღრუბელია,” – ეს განცხადება რუსთავი2-ის პირდაპირ ეთერში სატელეფონო ჩართვის დროს გარემოს დაცვის მინისტრმა გააკეთა.

მინისტრი ამბობს, რომ სინოპტიკოსები თბილისში წვიმას უახლოეს პერიოდში პროგნოზირებენ.

მინისტრი სიტყვა “ევაკუაციას” საუბრის დროს არ იყენებს. თუმცა ამბობს, რომ სტიქიის ზონა სრულად დაატოვებინეს ადგილზე მყოფ ცოცხალ ძალას და სპეციალურ ტექნიკას.

გიგლა აგულაშვილი აღნიშნავს, რომ ეს გადაწყვეტილება უსაფრთხოების ზომების დაცვიდან გამომდინარე იქნა მიღებული.

banner
წინა სტატიაშიპრემიერმა მედიას მოუწოდა, ნუ გამოიყენებენ სიტყვა ევაკუაციას და მსგავს საპანიკო სიტყვებს
შემდეგი სტატიაავთანდილ სუდაძე: აეროპორტის მხარეს უკვე სეტყვაა