გიგლა აგულაშვილი – ადამიანები, რომლებიც არიან ღირსეულები და პროფესიონალები, სამინისტროში მუშაობას გააგრძელებენ

ადამიანებს, რომლებიც არიან ღირსეულები, პროფესიონალები, აქვთ გარანტია, რომ სამინისტროში მუშაობას გააგრძელებენ, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მიერ დანიშნულმა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა ჟურნალისტებს საკადრო ცვლილებებთან დასმული შეკითხვის კომენტირებისას განუცხადა.
მისივე თქმით, მსურს, რომ სამინისტროში და ზოგადად აღმასრულებელ ხელისუფლებაში ერთგვარი პროფესიული მემკვიდრეობითობა იყოს.
როგორც გიგლა აგულაშვილმა განაცხადა, მინისტრები პოლიტიკური თანამდებობის პირები გარემოებათა გამო მიდიან ხოლმე, ხოლო ძირითადი ბირთვი პროფესიონალების ადგილზე უნდა რჩებოდეს.
“რამდენადაც მე ვიცი, უახლოეს პერიოდში წარმოდგენილი იქნება აუდიტის დასკვნა და მინდა, ამ დასკვნას გავეცნო და გადაწყვეტილებები მივიღო, არა სუბიექტურად, არამედ ობიექტურად. ადამიანები, რომლებიც არიან ღირსეულები, პროფესიონალები, მათ აქვთ გარანტია, რომ გააგრძელებენ სამინისტროში მუშაობას”, – განაცხადა გიგლა აგულაშვილმა.
გიგლა აგულაშვილი გარემოს დაცვის სამინისტროში ყოფილ მინისტრ ელგუჯა ხოკრიშვილთან ერთად მივიდა.

banner
წინა სტატიაშიდავით უსუფაშვილი – ევროპული ოჯახის წევრობა ჩვენი დღევანდელი ეკონომიკური მაჩვენებლებით, პრინციპულად შეუძლებელია
შემდეგი სტატიავინ არის პოლიციელი ი. ფიფია და რა მოხდა 18 თებერვალს წალენჯიხაში–ძალადობის პიკი წალენჯიხაში