გიგლა აგულაშვილის განცხადებით, 13 ივნისს მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაცია შესაბამის უწყებებს ჰქონდათ

გარემოს დაცვის მინისტრის, გიგლა აგულაშვილის განცხადებით, 13 ივნისს მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაცია შესაბამის უწყებებს ჰქონდათ.
როგორც აგულაშვილმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, გარემოს ეროვნული სააგენტო შესაბამის უწყებებს ამინდის პროგნოზთან დაკავშირებულ ცნობებს ყოველდღიურად უგზავნის.
“ჩვენი სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება, გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის პროგნოზის თაობაზე მის ხელთ არსებულ ინფორმაციას, რამდენიმე შესაბამის უწყებაში ყოველდღიურად აგზავნის. სიტყვა “ყოველდღიურად” ნიშნავს იმას, რომ 12-ში, 13-ში, 14-შიც და ასე შემდეგ, ინფორმაცია გაიგზავნა, თუმცა მეწყრის პრევენცია ზეპირად არ ხდება. მას სჭირდება სათანადო აღჭურვილობა. ჩვენ ვიცით კერები და შეგვიძლია ვთქვათ, რომ თბილისის გარშემო არსებობს მეწყერსაშიში ლოკაციები, მაგრამ როდის შეიძლება დაიწყოს ეს პროცესი ან რამ შეიძლება მოახდინოს მაპროვოცირებელი ეფექტი, ამის პროგნოზირება პრაქტიკულად გამორიცხულია. ამას ვერ ახერხებს არა მარტო საქართველო, არამედ ეს შეუძლებელია ისეთ განვითარებულ ქვეყანაშიც კი, როგორიცაა იაპონია”, – განაცხადა გიგლა აგულაშვილმა.

banner
წინა სტატიაშითეა წულუკიანი – იუსტიციის სამინისტროს სსიპ-ები 8 მლნ ლარს ჩამოიჭრიან და ბიუჯეტში მიმართავენ
შემდეგი სტატიასარკე წარმოიქმნა, შესუსტებული ადგილიდან მეწყერი დაიძრა…