გიგი წერეთელი: ქვეყანაში ღმრა კრიზისული ვითარებაა

გიგი წერეთელი: ქვეყანაში ღმრა კრიზისული ვითარებაა,,მთავრობას არაფრის მოსმენა უნდა“– ამის შესახებ რიგგარეშე სესიის ჩაშლის შემდეგ ჟურნალისტებს უმცირესობის წევრმა გიგი წერეთელმა განუცხადა.
,,ძალიან სამწუხაროა, რომ მთავრობა ვერ ხვდება, რომ საპარლამენტო განხილვა ამ კრიზისული ვითარების, მათთვის არის უკეთესი. სწორედ ამ კედლებში, ამ დარბაზში კონსტიტუციითაც და ვფიქრობ მორალურადაც გამართლებულია გვქონდეს დებატები. მივიდეთ რაღაც გადაწყვეტილებებამდე, რაღაც ვურჩიოთ. ან მოისმენენ არ არა. დღეს ვხედავთ, რომ არაფრის მოსმენა არ უნდათ. აქვთ თავიანთი ერთი სიმართლე. ჯერ–ჯერობით მათთმა გზამ არაფრამდე მიგვიყვანა. პირიქით ქვეყანაში ღრმა კრიზისული ვითარებაა. ამიტომაც შევეცდებით ასეთ კომპრონტაციულ ვითარებაში ჩვენი სათქმელი ვუთხრათ მოსახლეობას და ჩამოვყალიბდეთ რა ნაბიჯები გადავდგათ“–განაცხადა გიგი წერეთელმა. შეგახსენებთ, დღეს ეკონომიკურ საკითხებზე მსჯელობისთვის ,,ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ რიგგარეშე სხდომის ჩატარება მოითხოვა. თუმცა კვორუმის არ არსებობის გამო სხდომა ჩაიშალა.

banner
წინა სტატიაშიდვანიდან საქართველოს მოქალაქე გაიტაცეს
შემდეგი სტატია87 წლის ქალბატონს წყალტუბოს მუნიციპალიტეტმა სახლი აუშენა