გიგი წერეთელი: ფრაზები რაც პრეზიდენტმა გააჟღერა, დარჩება გასროლილ ფრაზად და ამას არავინ შეასრულებ

გიგი წერეთელი: ფრაზები რაც პრეზიდენტმა გააჟღერა, დარჩება გასროლილ ფრაზად და ამას არავინ შეასრულებ

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ–ერთი ლიდერი გიგი წერეთელი თვლის, რომ საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის მიერ გაკეთებული განცხადებები „გასროლილ ფრაზებად“ დარჩება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს პარლამენტის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა. „პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიური გამოსვლის ფორმატი ჩვენ გვსურდა, რომ სხვაგვარად წარმართულიყო, მაგრამ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო უმრავლესობამ. რაც შეეხება თავად პრეზიდენტის გამოსვლას, იქ იყო გარკვეული პასაჟები, კრიტიკა, სურვილები, მდგომარეობის შეფასება, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ხედვაზე, გადაწყვეტილებაზე, გამოსავალზე ყველაზე ნაკლები განცხადებები გაკეთდა მისი მხრიდან. ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ ვინც უნდა გააკეთოს ეს ყველაფერი და თუნდაც პრეზიდენტის მხრიდან გამოთქმული კრიტიკა უნდა მიიღოს, არცერთი ის ადამიანი ამ დარბაზში არ ყოფილა. ეს ნიშნავს იმას, რომ ბევრი ფრაზა რაც აქ გაჟღერდა, თუნდაც სწორი და თუნდაც კრიტიკული, დარჩება უბრალოდ გასროლილ ფრაზად და ამას არავინ არ შეასრულებს. საქართველოში მთავრობას არ აქვს უნარი არსებული სიტუაცია უკეთესობისკენ შეცვალოს“,– განაცხადა გიგი წერეთელმა.

banner
წინა სტატიაშიდავით უსუფაშვილი პარლამენტში გიორგი მარგველაშვილის ვიზიტს აფასებს
შემდეგი სტატიაგიორგი ვოლსკი: ეს არ ნიშნავს პრეზიდენტის ინსტიტუტის უპატივცემულობას