გიგი წერეთელი: მნიშვნელოვანია ხელისუფლების პოზიცია, რადგან რუსეთი მუდმივად ცდილობს ყველაფერი დააბრალოს საქართველოს

ჰააგის სასამართლოს განცხადებასთან დაკავშირებით შეფასებები უმრავლესობის და უმცირესობის დეპუტატებმა გააკეთეს.

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ქვეყნის ინტერესია დადგინდეს ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები რუსეთის მხრიდან.

„ძალიან მნიშვნელოვანია ხელისუფლების პოზიცია, რადგან რუსეთი მუდმივად ერთსა და იმავეს ცდილობს, რომ ყველაფერი დააბრალოს საქართველოს. ძალიან სამწუხაროდ ამ მიმართულებას საქართველოშიც ყავდა მხარდამჭერები და როგორც ჩანს დღესაც ყავს. პოზიციების დაცვას ჭირდება კომპეტენტურობა, პრინციპულობა და საქართველოს ინტერესების დაცვა და არა რუსეთთან მავნებლური პოლიტიკის განხორციელება“, – აცხადებს ნაციონალური მოძრაობის წევრი გიგი წერეთელი.

როგორც ცნობილია, რუსეთის ფედერაცია არ არის რომის სტატუტის წევრი, შესაბამისად მას ჰააგის სასამართლოს წინაშე ვალდებულებები არ გააჩნია. შესაბამისად, ექსპერტები შიშობენ, რომ რუსეთი ამ ყველაფერს სათავისოდ გამოიყენებს.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კანდელაკი: გაუგებარია რაში სჭირდება საქართველოს ძვირი და არასტაბილური რუსული გაზი
შემდეგი სტატია,,ჯერჯერობით უცნობია, თუ სად განთავსდება ტექნოლოგიური ინსტიტუტის შენობა”