გიგი წერეთელი – ეს არის პოლიტიკური მკვლელობა

გიგი წერეთელი – ეს არის პოლიტიკური მკვლელობა

გიგი წერეთელი – ეს არის პოლიტიკური მკვლელობა,,ნაციონალური მოძრაობის“ ერთ–ერთი ლიდერი გიგი წერეთელი მიიჩნევს, რომ ბორის ნემცოვი პოლიტიკური მკვლელობის მსხვერპლია. ამის შესახებ დეპუტატმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„ძალიან სამწუხარო ფაქტია. ძალიან კარგად ვიცნობდი. ბევრჯერ შევხვედრივარ, საინტერესო პიროვნება იყო. ის იყო ერთ–ერთი იმ მცირედთაგანი ვინც ოპოზიციურ აზრს ანვითარებდა რუსეთში, ებრძოდა პუტინის რეჟიმს და დიდი მხარდამჭერი იყო უკრაინის მოვლენის. ზოგადად კარგად ერკვეოდა იმ საკითხში რასაც რუსული პოლიტიკა ქვია. არ ვიცი რა დასკვნა დაიდება, მაგრამ ეს არის პოლიტიკური მკვლელობა და გამოხატავს იმ ძალიან რთულ ვითარებას, რომელიც დღეს რუსეთშია“– განაცხადა წერეთელმა.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ს ელჩმა ნემცოვის დაღუპვის ადგილი უკრაინული თაიგულით შეამკო
შემდეგი სტატიაპოლიციამ ბორის ნემცოვის მკვლელების ავტომანქანა აღმოაჩინა