გიგი წერეთელი: არათუ მოქმედი, ყოფილი პრეზიდენტი და თბილისის მერიც უნდა დასწრებოდნენ ოლიმპიადის გახნას

რატომ არ მივიდა საქართველოს პრეზიდენტი ოლიმპიადის გახსნაზე, ამ თემაზე დღეს თბილისში პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები საუბრობენ.

ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში ფაქტს “სამწუხაროს” უწოდებენ და აცხადებენ, რომ ახალგაზრდული ოლიმპიადის გახსნის ცერემონიალზე ყოფილი პრეზიდენტი და დედაქალაქის ყოფილი მერიც უნდა ყოფილიყვნენ.

“არცერთი დეტალი არ არის, რომ მთავრობამ პრეზიდენტს არ დაარტყას და შემდეგ არ უპასუხოს პრეზიდენტმა. ძალიან სამწუხაროდ ეს ფაქტები არ წარმოაჩენს საქართველოს ცივილიზებულ ქვეყნად. ცუდია, რომ პრეზიდენტი არ იყო. მე მიმაჩნია, რომ ასეთ ღონიძიებაზე მარტო მოქმედი კი არა, წინაც უნდა ყოფილიყო. ძალიან ცუდია, რომ ქალაქის ყოფილი მერი, რომელმაც ეს ყველაფერი დაიწყო, არის საპატიმროში,” – აცხადებს გიგი წერეთელი

თავისუფალი დემოკრატები კი მომხდარზე დასკვნების გამოტანის საშუალებას საზოგადოებას აძლევენ.

“ყველას აერთიანებს სპორტი, დიდს და პატარას, ჩინოსანს და არაჩინოსანს, პრეზიდენტს და პრემიერს. ყველამ თავის არგუმენტები გამოამზეურა, როგორც ერთმა, ასევე
მეორე მხარემ და დასკვნები საზოგადოებამ გამოიტანოს,” – აცხადებს გიორგი ცაგარეიშვილი.

banner
წინა სტატიაშილევან ბობოხიძის შეწყალებასთან დაკავშირებით სასჯელაღსრულების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიადავით სერგეენკო: გული დამწყდა პრეზიდენტის არყოფნის გამო