გიგი უგულავა შესაძლოა გაათავისუფლონ ?

ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში გიგი უგულავას სასამართლო სხდომა მიმდინარეობს. დედაქალაქის ყოფილი მერის ადვოკატები მოსამართლისგან გიგი უგულავას გათავისუფლებას ითხოვენ.

უგულავას უფლებადამცველებს მიაჩნიათ, რომ თბილისის ყოფილი მერის პატიმრობაში ყოფნა პროკურატურის მიზანმიმართული ქმედებაა, რითიც სრულად ირღვევა კონსტიტუცია.

“ყველა, ვინც უგულავას წინააღმდეგ საქმეს კერავს, პირობას ვიძლევი, გასამართლდებიან და დაისჯებიან,” – განაცხადა სხდომაზე გიგი უგულავას ადვოკატმა, ოთო კახიძემ.

სასამართლო სხდომაზე განცხადება გააკეთეს პროკურატურის წარმომადგენლებმა.

ბრალდების მხარე აცხდებს, რომ გიგი უგულავა პატიმრობაში უნდა დარჩეს, რადგან არსებობს საფრთხე, რომ მისი გათავისუფლების შემთხვევაში ის მოწმეებზე ზეგავლენას მოახდენს.

პროკურორები აცხადებენ, რომ გიგი უგულავამ ციხიდან მოწმეებს SMS-ები გაუგზავნა და ამის გამო პროკურატურა ითხოვს, თბილისის ყოფილი მერი პატიმრობაში დარჩეს.

ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი საქმის მასალების მიხედვით, SMS-ები დაუდგენელი ნომრიდანაა გაგზავნილი.

გიგი უგულავას ადვოკტები აცხადებენ, რომ ეს საგამოძიებო ორგანოს მხრიდან “ხრიკია” იმისთვის, რომ გიგი უგულავა პატიმრობაში დატოვონ.

უგულავას ადვოკატები აცხადებენ, რომ პროკურატურას არა აქვს საფუძველი იმსთვის, რომ თბილისის ყოფილი მერის პატიმრობაში ყოფნა მოითხოვოს.

მოსამართლე ამ წუთებში გადაწყვეტილების გამოსატანად არის გასული.

banner
წინა სტატიაში“ენგურზე დაღუპული 13 წლის მოზარდი რუსეთთან საერთო ენის გამონახვის შედეგია”
შემდეგი სტატიადოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3214 ლარია