გიგი უგულავა: ყველაფერი გააკეთა ხელისუფლებამ, რომ ეს არაჯანსაღი ფონი შეექმნა

გიგი უგულავას საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ დრომდე გრძელდება. მისი სახაზინო ადვოკატი სასამართლოს დასკვნითი სიტყვით მიმართავს. საქმე ეხება ბრალდებას რიყისა და „თბილ-სერვის ჯგუფის“ საქმეზე.

მანამდე სხდომათა დარბაზში დედაქალაქის ყოფილმა მერმა მოსამართლეს მიმართა, მიეცა მისთვის გონივრული ვადა დასკვნითი სიტყვის მოსამზადებლად. გიგი უგულავას თქმით, ამ ეტაპზე არის ემოციური ფონი, ასევე პოლიტიკური ფონიც იმ განცხადებების გამო, რომელიც მისი გათავისუფლების შემდეგ პოლიტიკოსთა მხრიდან კეთდება.

„სრულიად არაჯანსაღი ფონია. არა მგონია თქვენთვისაც სასიამოვნო იყოს, როდესაც უკვე მეორე დღეა პატივცემული ბატონები საუბრობენ თქვენს შესახებ, თქვენს ზურგს უკან, თქვენს მაგივრად, ახმოვანებენ იმას, რაც წესით, მათ არ უნდა იცოდნენ. ყველაფერი გააკეთა ხელისუფლებამ, რომ ეს არაჯანსაღი ფონი შეექმნა,“ – განაცხადა გიგი უგულავამ.

იურისტებმა პროცესის ერთი კვირით გადადება მოითხოვეს, მაგრამ მოსამართლემ ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. ჯერ-ჯერობით უცნობია მიმართავს თუ არა დღესვე დასკვნითი სიტყვით სასამართლოს თავად ბრალდებული გიგი უგულავა.

banner
წინა სტატიაშინინო ბურჯანაძე: უცხოური დაკვეთის შესრულება, ან გარიგება ნაციონალების ხელისუფლებაში დასაბრუნებლად
შემდეგი სტატიაშალვა შავგულიძე: სააგენტოს შექმნა ყველა საერთაშორისო სტანდარტს ეწინააღმდეგება