გიგი უგულავა: სრულიად სამარცხვინო იყო სასჯელაღსრულების მინისტრის კახიშვილის განცხადება

დღეს 6 თვიანი პროტესტის შემდეგ გიგი უგულავა სასამართლოში პირველად მივიდა და სასამართლოს ვრცელი სიტყვით მიმართა. ყოფილმა მერმა არაერთხელ აღნიშნა, რომ მისი პატიმრობაში ყოფნა ანტიკონსტიტუციური ქმედებაა. გიგი უგულავამ ანტიკონსტიტუციურ ქმედებაში დაადანაშაულა სასჯელაღსრულების მინისტრიც.

„სრულიად სამარცხვინო იყო სასჯელაღსრულების მინისტრის კახიშვილის განცხადება, რომ მე რა შუაში ვარ, მე არ ვიღებ და მე-9 დაწესებულების უფროსი იღებს გადაწყვეტილებას,“ – განაცხადა თბილისის ყოფილმა მერმა და სასჯელაღსრულების თანამშრომლებს მიმართა.

„ამით გამოჩნდა, რომ თქვენ გყავთ მინისტრი და ხელისუფლება, რომელიც არცერთ ასეთ უმნიშვნელო სიტუაციაშიც კი არ გიცავთ და ხელებს გახოცავთ. ეს არ არის ლიდერი, ეს არ არის ქვეყნის მართვა. შეუძლებელია იმ მინისტრისა და მთავრობისგან რამე გამოვიდეს, რომელიც პირველივე მოსახვევში რიგითს შეახოცავს ხელს,” – განაცხადა გიგი უგულავამ.

banner
წინა სტატიაშიგიგი უგულავა: მერაბ ტურავამ ისეთი ლაფი დაგასხათ ყველას, ვისაც იურისტის დიპლომი გიდევთ ჯიბეში
შემდეგი სტატიაგიგა ბოკერია: თითოეული წუთი, რომელსაც უგულავა ციხეში ატარებს, სისხლის სამართლის დანაშაულია