გიგი უგულავა – საკონსტიტუციო სასამართლომ საქალაქო სასამართლოს გამოსავალი არ დაუტოვა

პატიმრობიდან გათავისუფლებულ გიგი უგულავას განცხადებით, სასამართლო დღეს იყო გამოუვალ მდგომარეობაში. როგორც უგულავამ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა, საკონსტიტუციო სასამართლომ საქალაქო სასამართლოს სხვა გამოსავალი არ დაუტოვა.
“სასამართლო დღეს იყო ჯგუფი “გამოუვალი მდგომარეობა”, რომელსაც სხვა გამოსავალი არ ჰქონდა. საკონსტიტუციო სასამართლომ არ დატოვა სხვა გამოსავალი”, – აღნიშნა უგულავამ.
მისივე თქმით, ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და ამ ბრძოლას გააგრძელებს. “ბრძოლას აქვს ყოველთვის აზრი. ბრძოლას აქვს აზრი მიუხედავად იმისა, რომ ეს ბრძოლის გზა გადის ციხეზე, შეურაცხყოფაზე, კვერცხებისა და წიწილების სროლაზე და ა.შ. როდესაც ხარ მართლი, როდესაც ფანატურად გჯერა შენი სიმართლის, არ დაიხევ უკან. ჩემთვის ეს გადაწყვეტილება არ იყო ძნელი, როდესაც მე შეგნებულად წავედი ამაზე და ვიცოდი, რომ დამიჭერდნენ, ეს არ იყო ძნელი თუნდაც იმიტომ, რომ დღეს კიდევ ერთი ნიღაბი ჩამოხსნოდა იმ ადამიანს, ვინც დღეს მართავს ქვეყანას”, – აღნიშნა უგულავამ.
მისივე თქმით, კიდევ 7 საქმეზე აქვს სასამართლო და იმის გათვალისწინებით, აქამდე როგორ იქცეოდა პროკურატურა, გარანტია არაფრის არ არის. რაც შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გაუქმებულ ნორმას, უგულავას განცხადებით, ამით უნდა ისარგებლოს ყველა ადამიანმა. “პროკურატურა, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილებაა მიღებული, დღემდე არ აპირებს მის შესრულებას. თუ ნებისმიერ მოქალაქეს ჩაიგდებს ხელში, 9 თვიანს კი არა 29 თვიანშიც გაუშვებენ, ისეთ გონორზე იყვნენ”, – აღნიშნა უგულავამ.

banner
წინა სტატიაშითამარ ჩერგოლეიშვილი: ფორმაში ვართ
შემდეგი სტატია,,ასეთ ვითარებაში მხარს ვერ დაუჭერს ღვთისმშობლის კვართის გადაბრძანებას”-საპატრიარქოს განცხადება