გიგი უგულავა: მერაბ ტურავამ ისეთი ლაფი დაგასხათ ყველას, ვისაც იურისტის დიპლომი გიდევთ ჯიბეში

დედაქალაქის ყოფილმა მერმა დღეს სასამართლო პროცესზე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე მერაბ ტურავასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

„გუშინ იმისთანა სტანდარტი დაამკვიდრა მერაბ ტურავამ და სამწუხაროდ, ისეთი ლაფი დაგასხათ ყველას, ვისაც იურისტის დიპლომი გიდევთ ჯიბეში, მე ამოვიღებდი და ამ დიპლომს დავხევდი. ჩვენი ქვეყნის ტრაგედია და ჩვენი, როგორც ხელისუფლების შეცდომა ის არის, რომ ტურავასნაირები ასწავლიან უნივერსიტეტში და ტურავა ითვლება მაგარ ლექტორად. ტურავამ უნდა ასწავლოს იმ იურისტებს, რომ რა მნიშვნელობა აქვს კანონს, ყურს საიდანაც გინდა იქიდან მიაბამ,” – განაცხადა გიგი უგულავამ.

როგორც ცნობილია, გიგი უგულავას პატიმრობის თაობაზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოცხადების დღეს მოსამართლე მერაბ ტურავა საავადმყოფოში მოხვდა. სწორედ მისი ავადმყოფობის გამო ვერ გამოაცხადა გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ.

თუმცა, მოგვიანებით მერაბ ტურავამ განაცხადა, რომ სარჩელზე ხელმოუწერლობის მიზეზი მისი ავადმყოფობა არ ყოფილა და ეს უბრალოდ დამთხვევა იყო.

გუშინ საკონსტიტუციო სასამართლომ გიგი უგულავას შესახებ გადაწყვეტილება მისი ხელმოწერის გარეშე მიიღო.

banner
წინა სტატიაშითამაზ ხუბუა-სიჭინავა,შენ დედა გყავს?+ვიდეო
შემდეგი სტატიაგიგი უგულავა: სრულიად სამარცხვინო იყო სასჯელაღსრულების მინისტრის კახიშვილის განცხადება