გიგი უგულავა კვლავ მატროსოვის ციხეში იმყოფება

ნაციონალური მოძრაობის

გიგი უგულავა ამ დრომდე მატროსოვის ციხეში იმყოფება.

სასჯელაღსრულების მე-9 დაწესებულებასთან, უგულავას მეგობრები და თანაგუნდელები კვლავ შეიკრიბებიან.

ღამის 4 საათამდე კი ადგილზე დედაქალაქის ყოფილი მერის თანაგუნდელები, მეგობრები და ოჯახის წევრები იყვნენ შეკრებილები.

უგულავას ადვოკატების განცხადებით, დედაქალაქის ყოფილი მერი, გიგი უგულავა უკანონო პატიმრობაში იმყოფება და დროულად უნდა მოხდეს მისი გათავისუფლება.

შეგახსენებთ, რომ გუშინ საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც გიგი უგულავა გათავისუფლება უნდა მოხდეს. სასამართლოს გადაწყვეტილება გამოქვეყნებისთანავე შევიდა ძალაში.

banner
წინა სტატიაშიაფხაზებმა იტალიაში ,,ევროპა-აფხაზეთის,, ასოციაცია დააფუძნეს…
შემდეგი სტატია,,უგულავას გასათავისუფლებლად საჭიროა საერთო სასამართლოების გადაწყვეტილება, რაც დღეს არ არსებობს”