“გიგი უგულავა დღეიდან უკანონო პატიმარია,” – უგულავას ადვოკატი

გიგი უგულავა დღეიდან უკანონო პატიმარია, – ასეთია ადვოკატ ბექა ბასილაიას შეფასება, რომლის განმარტებითაც, თბილისის ყოფილ მერს წინასწარი პატიმრობის 9-თვიანი ვადა გუშინ ამოეწურა.

ადვოკატის განცხადებით, უგულავას პატიმრობაში დატოვება არის სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედება.

დღეს დაცვის მხარე საქალაქო სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით მიმართავს.

banner
წინა სტატიაშისაკრებულოს უმცირესობა დედაქალაქის მერიის კორექტირებული ბიუჯეტის პროექტს იწუნებს
შემდეგი სტატიაყოფილი თავისუფალი დემოკრატები საკრებულოში მუშობას დამოუკიდებელ ფრაქციად განაგრძობენ