გიგი უგულავა: ბიძინას გადაწყვეტილებით მომცეს უფლება, ტელევიზორი მეყიდა, რაც ნიშნავს, რომ პატიმრობაში დამტოვებენ

ერთი კვირის წინ, ბიძინას გადაწყვეტილებით მომცეს უფლება, რომ ტელევიზორი მეყიდა, რაც ნიშნავს, რომ პატიმრობაში დამტოვებენ, – ამის შესახებ “ტელეიმედისა” და რიყის ტერიტორიის გასხვისების საქმეზე ბრალდებულმა, გიგი უგულავამ განაცხადა.
მან აღნიშნა, რომ ტელევიზორის ყიდვის უფლება ივანიშვილისა და შოთაძის საუბრის შემდეგ მისცეს.
დედაქალაქის ყოფილი მერის თქმით, შესაძლებელია, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ვერ ისარგებლოს, თუმცა მისი სარჩელის საფუძველზე სამომავლოდ 9 თვეზე მეტი ბრალდებულს პატიმრობა აღარ მოუწევს.
უგულავამ მერობის უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაც გაიხსენა და აღნიშნა, რომ ამის შემდეგ თვითმმართველობები გაძლიერდნენ, მაგრამ თავად არ უსარგებლია.
პროკურორებს უგულავამ რამდენიმე შეკითხვა დაუსვა და სამართლებრივი პროცედურები განუმარტა, რის საფუძველზეც მისი თქმით, უკანონო პატიმრობაში იმყოფება.
“ვიცოდი, რომ დამაპატიმრებდა ივანიშვილი, ვიცოდი, რომ ეს გზა უნდა გამევლო. ისიც ვიცოდი, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ამ გადაწყვეტილებას მიიღებდა. შეუძლებელია სასამართლოს ეთქვა, რომ ეს ნორმა კონსტიტუციურია – ეს რუსეთში და ბელარუსშიც არ ხდება. ხდება მხოლოდ ჩრდილოეთ კორეაში”, – განაცხადა უგულავამ.
მისი თქმით, მოსამართლე ტურავა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამდე ერთი დღით ადრე ავანტიურაში ჩაითრიეს, რაც სირცხვილია.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ალასანია: მთავრობას არ აქვს უნარი ადეკვატურად იმოქმედოს
შემდეგი სტატია“ბიძინა, გამოუშვი გიგი”, “გაიღვიძე ბატონო პრეზიდენტო” – აქცია სასამართლოსთან