გიგი უგულავა ახალი ბრალის წაყენებას ელოდება-„ველოდები პროკურორებს მატროსოვზე,“- უგულავა

” იმედი არ მაქვს, რომ 8 ბრალდებიდან რომელიც წარდგენილი მაქვს ერთზე მაინც არ გატეხენ მოსამართლეს და არ მომისჯიან. არ გამოვრიცხავ ახალი ბრალი წამიყენონ და მეორედ დავიწყო 9 თვიანი ციკლის ათვლა ციხეში”-ეს განცხადება რამდენიმე წუთის წინ თბილისის ყოფილმა მერმა, გიგი უგულავამ მის სასამართლო პროცესზე გააკეთა.

როგორც უგულავამ აღნიშნა მისი თავისუფლებაზე ყოფნა ხელისუფლებას არ აწყობს. მისი თქმით ბიძინა ივანიშვილს ყველგან გადატრიალება ელანდება.

“შავი ჭირივით ეშინიათ, რომ გარეთ ვიყო. ახალ ბრალზე ველოდები პროკურორებს მატროსოვზე თუ რამე აქვთ კიდევ მე და ჩემს მეგობრებს ციხეში ყოფნა არ გვეშინია. პატიმრობა არის ჩვენი სიმართლის დასტური,”- განაცხადა გიგი უგულავამ.

შეგახსენებთ, რომ პროცესზე უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაზე, სითი პარკისა და წინასაარჩევნოდ მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიაში მომხდარი ინციდენტის ეპიზოდებზეც იმსჯელებენ, რომელზეც ყოფილ მერს წინასაწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. გიგი უგულავას წინასწარი პატიმრობის 9 თვიანი ვადა მარტის ბოლოს ეწურება.

შეგახსენებთ, რომ დაცვის მხარე ახალი შუამდგომლობის დაყენებას და გიგი უგულავასთვის პატიმრობის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებით შეცვლას მოითხოვს.

banner
წინა სტატიაში“ხელისუფლებას თუ რამის თავი აქვს, ჟვანიას საქმე დროულად უნდა დაასრულოს”
შემდეგი სტატიადავით საყვარელიძე უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილედ ინიშნება